Friday, December 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

October 22, 2025
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, სუს-ში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადვოკატი აცხადებს, სუს-ში ჩატარებული ბრიფინგი არის ზოგადი და მოითხოვს კონკრეტიკას, რაზეც საზოგადოებას ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილი ადვოკატებთან ერთად მიაწვდის.

„გამოძიების ამ ეტაპზე, კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში თავად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ადვოკატები აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას. ამ საქმესთან დაკავშირებით, ბრიფინგი, რომელიც ჩატარდა, არის ზოგადი, მოითხოვს კონკრეტიზაციას და ამ კონკრეტიზაციაზე ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით უახლოეს დღეებში“,- აცხადებს ადვოკატი.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ელოდება თუ არა მომდევნო დღეებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას, თუ არ იქნება აღნიშნული ღონისძიება გამოყენებული, რადგან მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადვოკატი პასუხობს:

„საინტერესოა, რას ვეძახით გამოძიებასთან თანამშრომლობას. როგორც ვთქვი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალების კომენტარებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ იმასაც არ ველოდებოდით, რაც მოხდა, არა თუ მის [ირაკლი ღარიბაშვილის] დაკავებას“,- აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტს, ადვოკატი პასუხობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ბიზნესმენი იყო და ფინანსებს მართავდა – ბრალი ამ ეტაპზე არ წარდგენია.

„რა ქმედებებს? გარკვეული თანხის არსებობასთან დაკავშირებით კი, ბატონო. წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი იყო ბიზნესმენი, რაც საზოგადოებისთვისაც ცნობილია და, რა თქმა უნდა, ის მართავდა გარკვეულ ფინანსებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მოწმის სახით იყო დაკითხული. მას ბრალი არ წარდგენია. გამოძიება და პროკურატურაც უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ბრალის როგორ ფორმულირებას შემოგვთავაზებენ. აუცილებლად ვისაუბრებთ ყველა დეტალზე, ძალიან მალე“,- აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილი დღეს გამოიკითხა მოწმის სახით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავიაკატასროფას NASCAR-ის ლეგენდა, გრეგ ბიფლი ემსხვერპლა
  • სასიხარულო სიახლე ტაქსის მძღოლებისთვის
  • ვალუტის განახლებული კურსი 19 დეკემბრისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge