Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

(ვიდეო) გოგა ჩანადირმა გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” 5 000 ლარი მოიგო – ნახეთ, რა მოიმოქმედა ფოტოხელოვანმა გამარჯვების შემდეგ

December 30, 2021
(ვიდეო) გოგა ჩანადირმა გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” 5 000 ლარი მოიგო – ნახეთ, რა მოიმოქმედა ფოტოხელოვანმა გამარჯვების შემდეგ

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა 5 000 ლარი მოიგო, მოგებული თანხა კი ქველმოქმედებას მოახმარა. ამის შესახებ ინფორმაციას გადაცემის წამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“გოგა ჩანადირმა სიცრუის დეტექტორში 5 000 ლარი მოიგო, როგორც კი თანხა ჩაერიცხა რამდენიმე სოციალურად დაუცველი ოჯახი მოიარა და სურსათ-სანოვაგითა და საახალწლო საჩუქრებით დატვირთლმა ჩამოუარა და გაახარა! სულ ქველმოქმედებას მოახმარა ეს თანხა! მეც წამიყოლა და მიმაღებინა მონაწილეობა ამ საჩუქრების დარიგებაში!
გოგა საოცრად კეთილი და მზრუნველი ადამიანი ხარ! სიკეთის კაცი. თან სულ ასე იქცევა, ჩუმად დადის და ეხმარება!!!”, –
წერს გიორგი გასვიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, თავად გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

“ყველაფერი 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყო, როდესაც გადაცემა “სიცრუის დეტექტორიდან” მაკა რაზმაძემ და გიორგი გასვიანმა დამირეკეს და ჩაწერაზე მისვლა მთხოვეს.

მოკლედ, 1 წლის შემდეგ დამითანხმეს და ისიც იმიტომ, რომ ამ ადამიანებს მრავალი მიზეზის გამო, პატივს ვცემ. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ორივე საოცრად ადამიანურები არიან.

წელს, ნოემბერში გავიდა გადაცემა და ცოტა ხნის წინათ მოგებული 5 ათასი ლარი მინუს 20%-ით ჩამერიცხა (1000₾ გადასახადი იყო).

სიმართლე ვთქვა, თავიდანვე, ჩაწერაზე მისვლამდე მქონდა განწყობა, რომ თუ რამე თანხა შემხვდებოდა, აუცილებლად ქვემლოქმედებისთვის დავხარჯავდი.

ვიცი, ამაზე ხმამაღლა არ უნდა ვლაპარაკობდე. ისიც ვიცი, რომ მარცხენამ არ უნდა იცოდეს, რასაც მარჯვენა აკეთებს. უბრალოდ, მინდა, გაგიზიაროთ იმ პირობის შესრულება, რაც ჩემს თავს გადაცემის ჩაწერისას მივეცი.

გიორგის ვთხოვე შემოერთება, რადგან მისი გადაცემის წვლილი უმნიშვნელოვანესი იყო.

ამ გაგანია საცობებსა და მისი გრაფიკოს გამო, არ დაიზარა და გამომყვა (თან, სწორედ ერთ-ერთ საქველმოქედო ღონისძიებაზე იყო). მადლობა მას, მაკა რაზმაძეს, გადაცემას და მის ყველა თანამშრომელს, რომ რამდენიმე ოჯახის საახალწლოდ გახარების საშუალება მომცეს.

იქნებ ამ წერილმა შეჭირვებულ ოჯახების დასახმარებლად სხვებიც წაახალისოს.

სიკეთეს აქვს უდიდესი ძალა”, – წერს ჩანადირი “ფეისბუქის” პირად გვერდზე და ურთავს ფოტოებს.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, მდგომარე ადამიანები და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

შეიძლება იყოს 2 ადამიანი და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, საკვები და შენობაში-(ი)ს გამოსახულება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

იხილეთ ვიდეო:

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • „მალულად აიღო იარაღი, საძინებელში გაიტანა და ისროლა…“ – თორნიკე რიჟვაძის საქმის ახალი დეტალები
  • შეიცვლება თუ არა ამინდი – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge