Thursday, January 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ამიტომ გისაფლავებთ პოლიტიკურად სააკაშვილს, რომელიც ყველა ვითარებაში ეძებს შანსს…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

October 22, 2025
“ამიტომ გისაფლავებთ პოლიტიკურად სააკაშვილს, რომელიც ყველა ვითარებაში ეძებს შანსს…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ამიტომ გისაფლავებთ პოლიტიკურად სააკაშვილს, რომელიც ყველა ვითარებაში ეძებს შანსს, რომ პროტესტის მონაწილეთა უნებისყოფობით და მოუთმენლობით ისარგებლოს და “ოქროს ხბოები” შემოგასაღოთ კერპად საკუთარი თავის და მისი მინიონების სახით.”- ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

“ვასკა თავის ვიდეოში, 4 ოქტომბერზე, მოსეს და ოქროს ხბოს ისტორიას ყვება.
საბჭოთა მონობიდან გათავისუფლებული ქართველების 34 წლიან ისტორიას, ხშირად ვადარებ ხოლმე ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებული ებრაელი ხალხის ხეტიალს უდაბნოში.
მოსეს ისტორია მეხმარება იმის დანახვაშიც, თუ რატომ შეძლეს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა უფრო სწრაფად ის, რაც ქართველებმა ჯერ ვერ შევძელით – ლიბერალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული ერი სახელმწიფოს, რესპუბლიკის შექმნა!
პასუხს დიდი თავდაჯერებით მივყავარ სტალინურ რეპრესიებთან და საბჭოთა მონობაში განსაკუთრებული სისასტიკით ამოცლილ გონებასთან, განადგურებულ ელიტასთან, ეროვნულ იდენტობასთან – 40 წელი სჭირდება მონობაში ატროფირებული გონების გაჯანსაღებას.
საქართველოში მიმდინარე უთავო, ავთენტურ, ქვემოდან ზევით ამოხეთქილ პროტესტსაც ამ რეგენერირებული გონების აფეთქებად ვხედავ, რომელიც ძველ თავს არ იკარებს, ახლებურ თავს ითხოვს.
ოქროს ხბოს ისტორია რა არის?
როდესაც მოსე სინაის მთაზე 10 მცნების მისაღებად ავიდა და 40 დღე წასული იყო, ებრაელებს არ ეყოთ მოთმინება, უღალატეს გზას და ოქროს კერპი შექმნეს…
სანამ კერპი არ დაამსხვრია და და კერპთაყვანისმცემლები არ გაანადგურა, იქამდე აღთქმულ მიწამდე ვერ მივიდა.
ამიტომ ანადგურებს კერპებს ქართველი ხალხი.
ამიტომ ვთვლი რომ ქართველი ხალხის სამსახურია კერპების განადგურება.
ამიტომ გისაფლავებთ პოლიტიკურად სააკაშვილს, რომელიც ყველა ვითარებაში ეძებს შანსს, რომ პროტესტის მონაწილეთა უნებისყოფობით და მოუთმენლობით ისარგებლოს და “ოქროს ხბოები” შემოგასაღოთ კერპად საკუთარი თავის და მისი მინიონების სახით.
ამიტომ მჯერა, რომ როცა გავიმარჯვებთ, ისე გავიმარჯვებთ, როგორც ვიძახი – სახელოვნად!”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • “ნაცვლად იმისა, რომ აღიარონ შეცდომა, შეთქმულების თეორიებს ანვითარებენ” – რას წერს რომან გოცირიძე?
  • “TAV თბილისის აეროპორტის მართვას კიდევ 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე, უზრუნველყოფს” – ირაკლი კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge