“ომიკრონი” არის საშიში, უფრო საშიში, ვიდრე ეს გარედან ჩანს. მოტყუებითი “იოლი ფორმით გადაიტანა” არის მოჩვენებით ხასიათის. კოვიდის “ომიკრონის” ვარიანტი კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება და შესაბამისად, უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდება ჟანგბადი და ჰოსპიტალიზაცია! – ამის შესახებ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ქართველი მეზღაპრეების (საქართველოში და საზღვარგარეთ) პროგნოზი “ომიკრონთან” მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზებს. სირცხვილია, უბრალოდ როცა ჩემი კოლეგები ასტროლოგებივით იქცევიან! რაც არ იცი სჯობს არ ილაპარაკო! მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – თუ რატომ აღარ ენდობიან ჯანდაცვის სისტემას საქართველოში და არ ენდობიან ვაქცინაციას!
“ომიკრონი” არის საშიში, მარტო გუშინ საფრანგეთში ოფიციალურად 180,000 ადამიანი დაინფიცირდა!
პოლონეთში დღეს კოვიდისგან 794 ადამიანი გარდაიცვალა და აქედან 600 აუცრელი იყო!
ბრიტანეთში დღეს 130,000 დაინფიცირდა.
შეჯამება:
“ომიკრონი” არის – კოვიდი!
“ომიკრონ” გადატანილს აქვს პოსტკოვიდური პრობლემები, ისევ როგორც “დელტა” ვარიანტის დროს (70% კოვიდ გადატანილებს აქვთ სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები)
“ომიკრონი” არის ოდნავ უფრო იოლ ფირმაში (“დელტასთან” შედარებით) მაგრამ არა ყველასთვის. აცრილებისთვის უფრო იოლ ფორმაშია, არ აცრილებში – უფრო მძიმე ფირმაში.
“ომიკრონის” კატასტროფული გავრცელების შედეგად, უდიდესი ზეწოლაა უკვე ჰოსპიტალურ სექტორზე. იქ სადაც მოსახლეობა არის ნაკლებად ვაქცინირებული, იქ საავადმყოფოებზე მოთხოვნა იქნება უფრო დიდი და სიკვდილიანობა იქნება უფრო მაღალი!
საქართველო დღესვე უნდა გადავიდეს მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინაზე: პირველი დოზა მხოლოდ “ფაიზერი”; ვინც პირველად დოზა აიცრა სინოვაკი / სინოფარმით მე-2 დოზა უნდა იყოს მხოლოდ “ფაიზერი”; მე-3 დოზა (ბუსტერი) მხოლოდ “ფაიზერი”.
საქართველომ აქტიურად უნდა იმუშავოს, რომ “ფაიზერის” დამატებითი დოზები შემოიტანოს და ასევე “მოდერნას” ვაქცინების (ამჟამად, მე პირადად მოდერნას უწევ რეკომენდაციას განსაკუთრებით ბუსტერისთვის);
საქართველომ უნდა განახორციელოს სრული მზაობა – საწოლფონდისა და ჟანგბადის ყველა რეგიონში.
კოვიდ პასპორტი არის გასაუქმებელი, მან თავისი ფუნქცია დაკარგა და ის უნდა გარდაიქმნას ვაქცინაციის საბუთად. დღეს მხოლოდ ვაქცინირებული ხარ თუ არა პროტოკოლის მიხედვით არის აზრიანი, და თუ გადაიტანე, ან დაიტესტე, ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არანაირი ეფექტი აღარ აქვს!
სამედიცინო პირბადეების სავალდებული უნდა იყოს ყველგან და გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმი!
დახურულ სივრცეებში კვება/დალევა და ლაპარაკი უნდა იყოს აკრძალური/შემცირებული (მეტრიში ნუ ლაპარაკობთ ასე ვირუსის გავრცელებას ხელს უწყოვთ).
რესტორანში დაშორებით იჯექით პირბადის გარეშე, მაგრამ მაგიდიდან რომ ადგებით უნდა გამოიყენოთ პირბადე!
დისტანცია უნდა იქნას დაცული ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და ხალხმრავალი შეკრებები უნდა იქნას მინიმუმამდე დაყვანილი.
ყველა მაქსიმალურად უნდა გადავიდეს დისტანციურზე!
ვიყოთ პოზიტიურები და ასევე პრაგმატულები!
არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ჩავკეტოთ ვირუსი”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.