“სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველი, გიორგი ბურჯანაძე თეორიულად არ გამორიცხავს, რომ არასამთაავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ქვეყანაში, თუმცა, ამბობს, რომ “შეუძლებელია ფიზიკურად ირაკლი კობახიძის ვინმეს შეეშინდეს“.
როგორც მან “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, “კობახიძეს სერიოზულ ფიგურად არ თვლის და შეუძლია გააგრძელოს თავისი მუქარები“.
“ის სიმართლე უფრო ძლიერია, რისთვისაც ხალხი რუსთაველზე დგას, ვიდრე ირაკლი კობახიძე, მისი დამქაშები და მისი ზემდგომი ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
თეორიულად, ამ ქვეყანაში რამის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა ირაკლი კობახიძის ფიზიკურად არ შემიძლია, რომ შემეშინდეს. არ ვთვლი მას სერიოზულ ფიგურად, მას შეიძლება ჰყავდეს ვიღაც ბიჭები, რომლებმაც ე.წ. წესები აღასრულონ, ბრალი წაუყენონ ვიღაცებმა ვიღაცას, მაგრამ უბრალოდ სასაცილოა. კობახიძეს და მისნაირ ადამიანებს ალბათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება, მის ენაზე რომ თქვა, უფასოდ გააპროტესტო რამე, როგორ შეიძლება 300 დღე იდგეს ადამიანი ისე, რომ ფულს არ იღებდეს, ეს მის მორალამდე არ დადის.
ირაკლი კობახიძეს შეუძლია გააგრძელოს თავისი მუქარები, შესაძლოა აღასრულოს კიდევაც რაღაცები, მაგრამ ამ შიშში ცხოვრება არ ღირს და მჯერა, რომ ის სიმართლე უფრო ძლიერია, რისთვისაც ხალხი რუსთაველზე დგას, ვიდრე ირაკლი კობახიძე, მისი დამქაშები, მისი ზემდგომი ბიძინა ივანიშვილი და ნებისმიერი რუსული ძალა ამ ქვეყანაში. მჯერა, ამ სიმართლის და დარწმუნებული ვარ, ეს სიმართლე ერთხელაც თავის გზას იპოვის, – განაცხადა ბურჯანაძემ.