მიხეილ სააკაშვილის გულის წასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას, პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში სატირული სახის პოსტით ეხმაურება:
“პატიმარ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, ბრძანა, რომ სააკაშვილს თურმე გული წაუვიდა, როდესაც შავებში ჩაცმული ბადრაგი დაინახა.
* * *
შეიქმნა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „Swan Lake“, რომელიც გამოდის ინიციატივით, რათა ბადრაგი, რომელიც სააკაშვილს მოემსახურება, ჩაცმული იყოს ჩაიკოვსკის ბალეტი “გედების ტბის” სამოსში და ისევე გადაადგილდებოდნენ, როგორც ოთხი პატარა გედი გადაადგილდება ცნობილი ცეკვის დროს.
ნიკოლოზ ყიფშიძე მიესალმება ამ ინიციატივას.
ის თვლის, რომ პატიმარ სააკაშვილის ფსიქიკას ასეთი ანტურაჟი ნაკლებ ზიანს მიაყენებს.
(ციკლიდან “ვახ, ჩემი შუბა დავხიე”)”, – წერს კალანდია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
პუბლიცისტის აღნიშნული სტატუსი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელში გადააზიარა და დაწერა:
“თვითონ უნიჭო დიქტატორს კი ბალეტ “ჟიზელიდან” პრინც ალბერის კოსტიუმი მოუხდება. გადაეცით დიდ მკურნალ ქლესა-ექიმს, ოპერიდან გამოიტანოს პრინცის ტრიკო – ჩვენი პრიმა-ბალერინა სიამოვნებით დართავს ნებას!”, – დაწერა სტურუამ “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
