Friday, January 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

“… ამ ამოცანას ემსახურება ეს შიმშილობაც – ეს არის სიმართლე!” – ჩერგოლეიშვილი მელიას განცხადებას ეხმაურება

December 29, 2021
“… ამ ამოცანას ემსახურება ეს შიმშილობაც – ეს არის სიმართლე!” – ჩერგოლეიშვილი მელიას განცხადებას ეხმაურება

გიგა ბოკერიამ თუ თქვა, რომ შიმშილობით მე რაღაც გავიხანგრძლივე, ის არის უსინდისო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში განაცხადა, სადაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა: „გიგა ბოკერია ამბობს, ლიდერმა შიმშილობით რაღაც გაიხანგრძლივა“.

„სად უნდა გაიხანგრძლივო? ვინ იგულისხმა ლიდერში? ასე თქვა? თუ თქვა, უსინდისოა ეს ადამიანიც, თუ ასე თქვა, გადაეცით, რომ უსინდისოა. თუ სადმე მექნება შესაძლებლობა, ნამდვილად უნდა მოისმინოს პირადადაც და ახლაც მოისმენს, თუ ეს მართლა მას აქვს ნათქვამი, უსინდისოა. გეთქვათ ბარემ სახელი და გვარი, დაგესახელებინათ თუ მან თქვა, მორჩა, გათავდა. ადამიანები ცდილობენ ნიშის მოძებნას, ოღონდ რაღაც ეთერში მოხვდნენ, ეთერში მოხვედრას ცდილობენ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

ნიკა მელიას აღნიშნულ განცხადებას, “ტაბულა”-ს დამფუძნებელი, ჟურნალისტი, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“Re: ბოკერია უსინდისოაო მელიამ
——-
სიტყვის განმარტებით დავიწყებ:
(ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია იმ რეალობაში, სადაც ადამიანების, განსაკუთრებით პოლიტიკოსების დიდი ნაწილისთვის, სიტყვას შინაარსი არ გააჩნია). სინდისი, ჩემს აღქმაში, არის ღირებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადამიანს ინდივიდუალური გამოცდილების (ოჯახი, აღზრდა, კულტურა) მიხედვით უყალიბდება და პირადი, თუ პროფესიული ცხოვრების განმავლობაში კარნახობს რა არის სწორი და რა არასწორი.
ორი სიტყვით, სინდისი არის ის, რასაც ვერ მოატყუებ – თუ გაქვს.

როდესაც პოლიტიკური მოვლენის შეფასებას გთხოვენ, სინდისიერი საქციელია გულწრფელი პასუხი გასცე და ესა თუ ის მოვლენა, იმ ეროვნული ამოცანის კონტექსტში შეაფასო, რა ამოცანის შესრულებასაც ისახავ. ეს არა მხოლოდ მორალურად, არამედ პრაგმატულადაც ერთადერთი სწორი საქციელია, განსაკუთრებით ასეთ ნდობის კრიზისში, როდესაც პოლიტიკა ისედაც დისკრედიტირებულია.

ამიტომ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ეზოში დაწყებული მასობრივი შიმშილობის შესახებ გვკითხეს, გიგამაც და მეც ვუპასუხეთ ის, რასაც გულწრფელად ვფიქრობთ – შიმშილობის ეს კონკრეტული აქტი არ ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის მორყევის ამოცანებს და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” შიდა კრიზისის გადავადების ამოცანა აქვს.

ამ დასკვნის გამოტანას განსაკუთრებული გონებრივი მონაცემები არ სჭირდება – ზედაპირზეა ის, რომ სააკაშვილის შახიდი მომხრეები მელიას თავს ესხმიან, უმოქმედობაში ამხელენ, საყვედურობენ რომ „ხალხი დაშალა“. მასობრივი შიმშილობა არის გზა, ლიდერისადმი თავგანწირვის დემონსტრირება მოახდინო. ამ ამოცანას ემსახურება ეს შიმშილობაც. – ეს არის სიმართლე.

ჩვენი სინდისით და მორალური კომპასით ადამიანებს სიმართლე უნდა ელაპარაკო.
მელიასი – არ ვიცი.

არც მე და არც გიგა, არ ვთვლით, რომ ამომრჩეველი იდიოტია, თავად ვერ ხვდება იმას, რასაც ვამბობთ და ჩვენ რომ ტყუილებით გავბერავთ და ინტელექტუალურ შეურაცხყოფას მივაყენებთ, ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლაში გამოგვყვება. მითუმეტეს ის ამომრჩეველი, ვინც ბოკერიას შეიძლება მისცეს ხმა. ასე ვთვლი და უსინდისობა ის მგონია, რომ მოგატყუოთ.

უსინდისობა კიდევ ბევრი რაღაც მგონია – ფუყე დაპირებები, არათანმიმდევრულობა, გოთვერნობა… მაგრამ ახლა რომ გავყვე – მელიას დახასიათება გამომივა და არ ვთვლი საჭიროდ მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის შედგენას ამ ეტაპზე.

და კიდევ, გულით მინდა, რომ მალე მოვიდეს დრო, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” არათანმიმდევრული საქციელის, მესიანიზმის და კვების რაციონის კომენტატორობა აღარ მოგვიწევს, რომ ეთერში ისე ვილაპარაკებ ჩემს ხედვაზე, რომ ლიზა იასკო არ ჩამერთვება შუაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას ვერ ვცვლით ტელევიზიების პრიორიტეტების გამო (რაც მათი გადასაწყვეტია) – ძალიან შევეცდებით, რომ შევცვალოთ და ჩვენი დღის წესრიგი, მთელ ქვეყანასთან თუ არა, ჩვენს პოტენციურ ამომრჩეველთან მაინც მივიტანოთ – ნაცმოძრაობის და სააკაშვილის გარეშე”, – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის შეზღუდული გადაადგილება?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge