“მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები. პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის. მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება,” – ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის , სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკასა და მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.
“მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გავრცელება. მე არ მაქვს ამის უფლება. მე არ მინდა ამ საკითხებში შევიდე. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიებაზე ინფორმაციის გავრცელება არის მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენცია. მე კითხვები მქონდა, დავსვი და მივიღე პასუხები. მე მაქვს პასუხები, მაგრამ თქვენ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ გამოძიებას უნდა კითხოთ. გამოძიებამ უნდა გაგცეთ ყველაფერზე პასუხი, მე უფლება არ მაქვს. პასუხი მაქვს, მაგრამ არა თქვენთვის. ყველაფერი ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის სახლები – ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა.