“არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ნუ აღშფოთდებით!”, – თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებაზე.
„არცერთი ჟურნალისტი არ არის დაკავებული, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, არა როგორც ჟურნალისტები, არამედ როგორც პარტაქტივი.
რაც უნდათ ის გამოხატონ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისად – ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით.
როგორ შეიძლება, რომ 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა, ეს არის კანონდარღვევა… [სახდელი] ზეპროპორციულია, უაღრესად პროპორციული. […]
ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც 1 წლის განმავლობაში ყოველდღე 50 კაცი კეტავს დედაქალაქის მთავარი გამზირს. ჟურნალისტმა რომ ეს გააკეთოს ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, გაუშვებენ ციხეში. […]
არცერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ისინი არიან ნაცმოძრაობის პარტაქტივი. რომელი ჟურნალისტები არიან ესენი? პარტიულ ტელევიზიაში მუშაობს პარტაქტივი“, – თქვა კობახიძემ.