Friday, January 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

პასიური, უნებისყოფო მაზოხისტები ვართ – არ მოგვწონს ივანიშვილი, მაგრამ მერე რა… – ლაშა ბუღაძე

December 28, 2021
“ივანიშვილმა უკვე მაშინ იცოდა…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ანალიტიკური სახის პოსტს აქვეყნებს:

“მმართველის ხასიათი ყოველთვის ბევრ რამეს განსაზღვრავდა საქართველოში. და საქართველოც ყოველთვის ემსაგვსებოდა ამ კაცს, თუ სისტემას, რომელიც მმართველის ხასიათს ერგებოდა.

ივანიშვილის მთავარი მახასიათებელი დამცირების უნარია. ისაა მმართველი-დამამცირებელი, რადგან არსობრივად არ ენდობა და პატივს არ სცემს ადამიანს. სძულს და აშინებს კიდეც იგი.

სტალინი რომ ამბობდა, მანდელშტამი რამდენს იწონებსო, აი, ივანიშვილისთვის ადამიანის ფასია გადამწყვეტი, “რა ღირს”, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არაა მაღალი. გასაყიდ ქართველს ხომ იაფად ყიდულობ.

ივანიშვილი, ალბათ, ყოველთვის ასეთი იყო, მაგრამ დამცირებაში 90-იანების რუსეთში დაოსტატდებოდა, რა პროცესიც ახლა კულმინაციამდეა მისული პუტინიზმის სახით, რადგან ჩვენს რეგიონში მთავარი დამამცირებელი ახლა ისაა.

საინტერესო ისაა, რომ ყველა დიდი დამამცირებელი თავად იყო ოდესღაც გულისრევამდე დამცირებული და სადისტოიდური ჩაბოღმილობაც აქედანაა… ალბათ, რეები აღარ აქვთ გავლილი ამ დაკომპლექსებულ პატარა დიდკაცებს.

აგერ, გუშინ 4-პრეზიდენტი შევიდა 3-ეს სანახავად, 5-ესთან შეხვედრის მოლოდინით და ამ საველურეთში კულტურული ქცევის მცირე ნიშანი გამოჩნდა, მაგრამ, აბა, სად ცივილიზაცია და სად ივანიშვილის კოპლექსები?! გუშინვე სცადა ისედაც დამცირებული და მრავალი მიზეზით დანევროზებული პატიმრის დამცირება… და რაც მთავარია, მთელი ამ პროცესის დამცირება-გაბაიბურება, ჯერ პროცესადაც რომ არ ქცეულა.

დღეს უკვე პარლამენტის ნეოკომკავშირელმა მარიონეტმა კაცებმა სცადეს ქალების დამცირება. სახელმწიფო ინსტიტუტების დამცირების ტრადიციული შემართებით.

5 ივლისს თავად მრავალგზის დამცირებულმა პრემიერ-ზებრამ სცადა ჟურნალისტების დამცირება და ევროკავშირის დროშა დაამცირებინა ისტორიის მიერ დაწყევლილ, რუს ფაშისტ დუგინის ადგილობრივ თანამშრომლებს.

მაგრამ მთავარი დრამაა იქაა, რომ როგორც ჩანს, ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა დამცირებულად ყოფნა. სახეზე შარდწასმულობა. ან თავზე დაქაქულობა და ამის არაფრის დიდებით არშემჩნევა.

ნახედნი, ვით ჯორ-ცხენიო, – განა ქართველის ამ სახეობაზე არ წერდა ყველაზე დიდი ქართველი ილია ჭავჭავაძე, რომელიც სრულიად არატიპიური ქართველი იყო იმავდროულად?! ჰოდა, ასე ვართ. მითუმეტეს, მაშინ, როცა სხვას ამცირებენ და არა ჩვენ. მერე კი, როცა ჩვენი ჯერიც მოდის, ვთაყვანდებით და ვიწყენთ. ვეშვებით. ვდეგრადირებთ. და ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია, რადგან პასიური და უნებისყოფო მაზოხისტები ვართ – არ მოგვწონს ივანიშვილი, მაგრამ მერე რა… 10 წლის წინ ხომ გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი კარგადაა”, – წერს ბუღაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის შეზღუდული გადაადგილება?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge