მოსამართლემ აქტივისტი თამარ თოთლაძე 6 დღით პატიმრობაში გაუშვა.
თამარ თოთლაძე დღეს დააკავეს. პროცესამდე ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თამარ თოთლაძეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
ადვოკატმა “პირველებს” ის აუდიოჩანაწერი მიაწოდა, სადაც სამოქალაქო აქტივისტს ესაუბრება, რომელიც პოლიციას სამტრედიიდან თბილისში გადმოჰყავს.
- ადვოკატი: შენ ვინმემ გითხრა, რომ დაკავებული ხარ?
- სამოქალაქო აქტივისტი: არა
- ადვოკატი: მანქანაში რამდენი ადამიანი იმყოფებით?
- სამოქალაქო აქტივისტი: ჩემი ჩათვლით სამი
- ადვოკატი: ანუ გვერდით პოლიციელი გიზის და წინაც გიზის პოლიციელი.
- სამოქალაქო აქტივისტი: კი
- ადვოკატი: მანქანიდან გადასვლის უფლებას გაძლევენ?
- სამოქალაქო აქტივისტი: არა
- ადვოკატი: შენი უფლებები განგიმარტეს?
- სამოქალაქო აქტივისტი: არა
- ადვოკატი: შენს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს დაუკავშირდნენ?
- სამოქალაქო აქტივისტი: ბიძაჩემი იყო ჩემთან ერთად და მითხრეს, რომ ნომერი გვითხარით და დავურეკავთო.
- ადვოკატი: შენ თავისუფლება ხომ აღკევთილი გაქვს, ანუ არ გაქვს უფლება რომ მაგ მანქანიდან ჩახვიდე და წახვიდე?
- სამოქალაქო აქტივისტი: კი
- ადვოკატი: სახელი და გვარი გახსოვს პოლიციელის?
- სამოქალაქო აქტივისტი: ვლადიმერ დვალიშვილი
- ადვოკატი: რაიმე ოქმი, ან დადგენილება თუ გაგაცნეს?
- სამოქალაქო აქტივისტი: არანაირი
- ადვოკატი: რა გითხრეს, სად მიდიხარო?
- სამოქალაქო აქტივისტი: სასამართლოში უნდა წარგადგინოთო.
- ადვოკატი: შენ დაბარებული იყავი დღეს სასამართლოში?
- სამოქალაქო აქტივისტი: არა
- ადვოკატი: ვინმე დაგიკავშირდა და გითხრა, რომ სასამართლოში გამოცხადდი, ან თბილის არ დატოვოო? ან რამე დოკუმენტი გადმოგცა ვინმემ ოდესმე?
- სამოქალაქო აქტივისტი: საერთოდ არაფერი არ ყოფილა