“ჩემი შვილი იმდენჯერ ახსენა აი ამ ქალმა ვინც წინ მიზის, რომ იცოდე იქ ჩემი შვილისთვის გავდივარ” – ამის შესახებ “ფორმულას” ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა.
მისი თქმით, ის აქციაზე ქვეყნისთვის და ყველას შვილისთვის დგას და “ასე იქნება სულ სანამ ნორმალური ქვეყანა არ გვექნება”.
ჩემი შვილი იმდენჯერ ახსენა აი ამ ქალმა ვინც წინ მიზის, რომ იცოდე იქ ჩემი შვილისთვის გავდივარ, არ ვიცი გყავს თუ არა შვილი და იქ შენი შვილისთვისაც ვდგავარ და ყველას შვილისთვის ვდგავარ, ამ ქვეყნისთვის, ასე იქნება სულ სანამ ნორმალური ქვეყანა არ გვექნება,” – თქვა ქეთა ციცქიშვილმა.
მანამდე, სასამართლო სხდომაზე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დაკავებულ ჟურნალისტს ჰკითხა ყავდა თუ არა შვილი და შემდეგ მისი ასაკი დააზუსტა.
მოსამართლე: შვილი გყავთ?
ქეთა ციცქიშვილი: კი.
მოსამართლე: რამდენი წლის არის?
ქეთა ციცქიშვილი: 12.
მოსამართლე: შეუსრულდა 12 წელი?
ქეთა ციცქიშვილი: დიახ, 3 ოქტომბერს.
ჟურნალისტი დღეს დააკავეს. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.