„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
“წლებია სუს-ის ყველა სააგენტო ჩემს პოსტებს დაათრევს და კომენტარებში – ქოჩორს ხელი გაუშვი მიდის… “ფეიკების” გამოშვება რომ დაიწყეს კოკა დეიდას ქარხანაში, ერთ-ერთი პირველი სამიზნე მე გახლდით და რა სიბინძურეები არ დამიყარეს, მათ შორის მეტი დამაჯერებლობისთვის თითქოსდა საგაზეთო ინტერვიუდან ამონარიდად ავრცელებდნენ, რეზო ამაშუკელზე აღარაფერს ვამბობ… რა ეპითეტებით მიხსენიებს – ეს დარტყმული ჯამბაზი. “ალია” და “ასავალ-დასავალი”, ხომ აფანატებს ჩემზე. შალიკოვიზია გადაცემებს მიძღვნის და ახლა ვინმე “ალტინფო “- საც დაუდია ჩემთვის პატივი და რა მაინტერესებს იცით? – არ ვარ არცერთი პარტიის სახე, არ ვარ არცერთი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, არ ვარ თანამდებობაზე, არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაქვს ფული, არ დავდივარ ტელე-ეთერებში და ნეტავ, რამდენს უხდის ხიხო, ასე რომ მაპიარებენ ეს უბედურები და მგონი ხიხოს ვუყვარვარ, ვერ გამომიტყდა და ამ ფორმით მიხსნის სიყვარულს, ეს მიწადასაყრელი, სხვა რა ვიფიქრო”, – წერს გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.