Friday, October 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უზარმაზარი ინფორმაცია გააქრეს მისი სახით” – უჩა აბაშიძე გლდანის ციხის ყოფილი უფროსის სიკვდილზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

October 16, 2025
“უზარმაზარი ინფორმაცია გააქრეს მისი სახით” – უჩა აბაშიძე გლდანის ციხის ყოფილი უფროსის სიკვდილზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი ბლოგერი, უჩა აბაშიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და გლდანის ციხის უფროსზე, დავით გოგიბერიშვილზე წერს.

აბაშიძის თქმით, დავითი საქართველოში ყველაზე დიდი ციხის უფროსი იყო და უზარმაზარი ინფორმაცია გააქრეს მისი სახით.

პატიმრობაში მყოფი ბლოგერი მათ ურთიერთობაზე წერს და იმ შეხვედრებს იხსენებს, რომელიც მისი თქმით, ძალიან დაეხმარა, რომ სუიციდამდე არ მისულიყო.

აბაშიძე დარწმუნებულია, რომ გოგობერიშვილი თავს არ მოიკლავდა.

“დავით გოგიბერიშვილს შევხვედრივარ 7-ჯერ ან 8-ჯერ. თითო შეხვედრა იყო არანაკლებ 30 წუთისა. ყველა შეხვედრა იყო მეგობრული, ადამიანური და თანასწორი (რაც იშვიათია აქ).

ნამდვილად დავითის დამსახურება დიდია იმაში, რო მე აქ თვითმკვლელობა ამიკრძალა, ფიზიკურადაც, და ასევე მისი ნათქვამი რამდენიმე გამამხნევებელი ფრაზა – სამუდამოდ მემახსოვრება – რაც დამეხმარა წამოდგომაში და ჭკუიდან არ შეშლაში.

იმავდროულად, დავითი ნამდვილად იყო რთული ბედის მზიდი ადამიანი. მან სრულიად ღია თვალებით იცოდა (უწევდა სცოდნოდა) რა დაემართა ქვეყანას და უწევდა თავისი, ჯალათის, როლის შესრულება.

მაგალითად, ერთის მხრივ:

დავითი იყო ადამიანი, რომელიც მთელი 30 წუთი ცდილობდა დავერწმუნებინე – დაწერე შეწყალების თხოვნა ყაველაშვილის სახელზეო (ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრისას, თვეების წინ). იცოდა რასაც ვეტყოდი, მაგრამ ვალი მაინც ზედმიწევნით მოიხადა.

დავითი იყო ადამიანი, რომელმაც კაცურად მთხოვა – სიმართლე მითხარი, დაიგინე, რო იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ხაკერულ შეტევაში შენ არაფერ შუაში ხარო (მე არც მახსოვდა, რო ჩემი სახლის ჩხრეკის და კომპიუტერში ჩაძრომის ფორმალური მიზეზი ეგ იყო – რო ვითომ ანონიმმა აცნობათ, რომ მე ჰაკერი ვიყავი) – დავიგინე და შვილი დავიფიცე – და “ა, მაშინ კაი, დანარჩენი ეს გაშავება და ამბავი როგორ კეთდება კარგად ვიცი, დაიკიდე, ჯიგარი ხარო“.

დავითი იყო – ვინც ნახევარი შეხვედრა მიხსნიდა, რო სახურავზე “სასეირნო სივრცეში“ ასვლები ჩემი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და მირჩევდა რომ “ვიარო ჰაერზე“ და რო ავედი შემდეგ დღეს – კედლის იქედან ვიღაც “ავტორიტეტმა“ საუბარი შემიყვანა – ითანამშრომლე “ნაცების“ წინააღმდეგ, მე შემიძლია გიშუამდგომლო, მაგალითად ბოკერიას ხო კარგად იცნობ – მოყევი რამეო.

მას მერე ზემოთ აღარ ავსულვარ სასეირნოდ. და მერე დავითი იყო ვინც თქვა – აღარ განმეორდებაო – ჰაერზე ისეირნე, დაავადდები ისეო და მართლაც – აღარ განმეორებულა მეტი.

მეორეს მხრივ:

დავითი იყო – ვინც ბევრჯერ დაინტერესდა ხო ნორმალურად ვარ, და ვინც, ყოველთვის ხაზს უსვამდა – რო კანონის ფარგლებში, როგორც შეძლებს – შემიმსუბუქებს აქ ყოფნას (და ასეც იყო).

დავითი იყო ვინც ძალიან წუხდა – როცა მატყობდა, რომ თავის მოკვლის მეტი არაფერი მინდა – და ხანგრძლივი, მეგობრული საუბრით ცდილობდა გვერდში დგომას. დავითი იყო ვინც წამახალისა, რო გაიგო FB-ზე პირველად რო დავპოსტე აქედან – ძალიან კარგიაო, ციხეში პირველ რიგში ასოციალიზაცია ღუპავსო.

დავითი იყო – ვინც ფსიქოლოგთან სიარული პრაქტიკულად დამაძალა. ვინც, როცა მინდობილობის გაკეთება მიგვიანდებოდა, ყველანაირად გვერდში დამიდგა და შეწუხდა.

რთული, ჩახლართული როლი ჰქონდა რა. თანატოლები ვიყავით. ცხოვრებამ ისე ქნა, რო მე მისი ტყვე ვიყავი და ის ჩემი ჯალათი. ზუსტად იცოდა რა ჩამიტარეს და ასეთი ამბები იცოდა კიდევ ათასი. უზარმაზარი ინფორმაცია ინახება ნებისმიერი ციხის უფროსის ტვინში. და ციხის უფროსები არიან ვინც ზუსტად იცის რა ხდება და როგორ ხდება (და დავითი საქართველოში ყველაზე დიდი ციხის უფროსი იყო). უზარმაზარი ინფორმაცია გააქრეს მისი სახით

ზოგადად უშუალო და მეგობრული იყო. ხან უწევდა როლის შესრულება, რომელიც ზემოდან დაავალეს. ხან ცდილობდა, ყველანაირი ვაჭრობის გარეშე, ჩემთვის ყოფის შემსუბუქებას. არც ერთხელ, ჩემთან, არ დაურღვევია კანონი, არცერთხელ არ ყოფილა მისგან მუქარა (ყველაფერი, რაც იყო, იყო “კეთილი რჩევა“ – და თუ პასუხი იყო “არა!“, ok, მაშინ არა, არც ერთხელ ჩემს უარს არ მოჰყოლია არანაირი სასჯელი).

რაღაცნაირად ასე – დანის წვერზე უწევდა სიარული რა.

მე დარწმუნებული ვიყავი – რო ეს ყველაფერი რო მორჩება, კიდევ, ოდესმე, ვიმეგობრებთ და ერთად გავიხსენებთ რა საშინელება სჭირდა ქვეყანას და რა როლებში შეგვახვედრა ცხოვრებამ ერთმანეთს. თვითონ, მათ შორის, ამ პერსპექტივის დანახებით ახერხებდა აეხსნა, რო ცხოვრება ღირს კიდევ და უბრალოდ მძიმე, აბურდული ლაბირინთია – ხან აქეთ მოუხვევს, ხან პირიქით.

კი, მან ზუსტად იცოდა ვისზე მუშაობდა, ზუსტად იცოდა ათასი ისტორია, ზუსტად იცოდა რას და როგორ ჩაუტარებდნენ – და ცდილობდა ეპოვა ბალანსის წერტილი.

ჩვეულებრივ, ნორმალურ ქვეყანაში რო დავითი თავს არ მოიკლავდა – გესმით იმედია ყველას. ნებისმიერ შემთხვევაში – ის რეჟიმის მოკლულია.

მაგრამ, თუ დავითმა, ჩახმახი – თვითონ გამოსწია … როცა ვფიქრობ, რო თვითონ გამოკრა, როცა ვფიქრობ რით დაემუქრენ (ჩემნაირი ბედით, ალბათ?) – მთელი ცხოვრება შემჭამს უკმარისობის გრძნობა – რო იგივე სიტყვებით ვერ გავამხნევე, რითაც თვითონ გამომათრია იგივე ორმოდან. ამ ვალში დავრჩი სამუდამოდ.

პათეტიკის გარეშე ვამბობ.

დავითი არ იყო ანგელოზი კაცო, ვინ არის რო? – მაგრამ ის სულ ცდილობდა რაღაცეები დაებალასნებია, შეემსუბუქებია, ადამიანობა არ დაეკარგა – არასოდეს შეუსრულებია “დავალება“ სისასტიკით, არცერთხელ უთქვამს უარი, კანონის ფარგლებში, ყოფის შემსუბუქებაზე. ხელში სჭერია ჩემი საქმე – ზუსტად იცოდა რამხელა და როგორი ტყუილებით გამაშავეს, ზუსტად იცოდა – საიდან, რა, როგორ ამიშენეს – ძალიან ბევრი დრო დამითმო და სწორი სიტყვები მოძებნა. არცერთი წამით არ იყო ვალდებული, მარა ფეხზე არ ეკიდა.

ეგრე დალაგდა, რო ჩემი საპყრობილის უფროსმა იზრუნა რო მე ცოცხალი გადავრჩენილიყავი და მე მას ეს ვალი ვერ დავუბრუნე.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს. ვნანობ, რო დავითს სათანადო მადლობაც კი ვერასოდეს გადავუხადე,- წერს აბაშიძე.

ცნობისთვის, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა  “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი 8 ოქტომბერს იპოვეს.

მისი ცხედარი, თბილისში, წყატუბოს ქუჩაზე, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის კუთვნილ ავტოფარეხში ნახეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს – რა ხდება ადგილზე
  • ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს
  • 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge