მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელიც 2 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, „მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკას“ სტუმრობდა.
მომღერალმა, გადაცემაში “შენი დილა”, როგორც მის მუსიკალურ გეგმებზე, ისე მისი ახალი ამპლუის დედობის შესახებ ისაუბრა:
„სხვა ცხოვრება მქონდა, ბავშვი და სულ სხვა ემოციები, უცებ დედა გავხდი, დედა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ყველაფრით, იმიტომ, რომ მე ვიყავი ყველაფერი, რა თქმა უნდა, დედა ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი და ამიტომ სრულფასოვნად ვარ ჩართული. ამან, რა თქმა უნდა, შემცვალა როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, როგორც არტისტი და ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა, სხვა განწყობაა, ალბათ ზუსტი სიტყვებით აუხსნელია, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, ადამიანზე აისახება“, – ამბობს ნიჟარაძე “მთავარი არხის” ეთერში.
მომღერალი გოგონას დედაა, მას ელის – მარია ჰქვია.