Friday, January 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

შეეძლო ისტორიაში შესულიყო, მაგრამ იდიოტი სამედიცინო მრჩევლებისა და საკუთარი ავყიობის წყალობით, მისივე “მრევლი” ანტივაქსერობის დამღუპველი თეორიით მოწამლა – გურული

December 23, 2021
აი, მოღლიცინე, მოფილოსოფოსო-მოცინიკოსო ახალგაზრდებს კი ერთს ვეტყოდი… – ზურაბ გურულის მიმართვა

ექიმი ზურაბ გურული, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს სოციალურ ქსელში წერს:

“გუშინ დალასში, ტეხასელებმა ტრამპს დაუსტვინეს და დასცინეს; ტეხასელებმა, ტრამპს. მიზეზი: – პრეზიდენტმა აუდიტორიას უთხრა, რომ ვაქცინის “ბუსტერ”- დოზა გაიკეთა და მათაც მოუწოდა აცრისათვის. ტრამპს თავისუფლად შეეძლო ისტორიაში შესულიყო როგორც მსოფლიოსთვის კოვიდ-ვაქცინის უმოკლეს ვადაში შექმნის მეთაური, მაგრამ იდიოტი სამედიცინო მრჩევლებისა და საკუთარი ავყიობის წყალობით მისივე “მრევლი” ანტივაქსერობის დამღუპველი თეორიით მოწამლა.

გულუბრყვილო, რიგითი რესპუბლიკელისათვის ანტივაქსერობა იქცა პროტესტის სიმბოლოდ პოლიტიკური “ისტაბლიშმენტის”, სახელმწიფოს ძალადობის წინააღმდეგ. სახელმწიფო კი ამჯერად მათთვის დემოკრატებთან ასოცირდება მხოლოდ.

აბსოლუტური უაზრობაა ურყევ რესპუბლიკელებთან კამათი ვაქცინაციაზე. მათთვის ვაქცინა მედიცინასთან არ ასოცირდება, შესაბამისად, ყველანაირი პროფესიონალური მოსაზრება უძლურია მათ გადასარწმუნებლად.

მახსოვს, 90-იანებში, ქართული ეროვნული მოძრაობის დასაწყისში როგორ იქცა რელიგია სახელმწიფოს მიმართ პროტესტის სიმბოლოდ. რელიგიაში აბსოლუტურად გაურკვეველი ადამიანები მონდომებით იწერდნენ პირჯვარს და ზეპირად კითხულობდნენ “მამაო ჩვენოს”, მაგრამ ამ ყველაფერს რელიგიასთან და რელიგიურობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამჟამადაც დაახლოებით იგივე პროცესი მიმდინარეობს საქართველოში. დაპირისპირებული მხარეები საკუთარ ღირებულებებს იმდენად ასიმბოლურებენ და შემდეგ პიროვნებებში განასხეულებენ, რომ სრულიად შეუძლებელს ხდიან ლოგიკურ მსჯელობას და ამის საფუძველზე შეხების წერტილების მოძებნას. ამიტომ არის ქართული საზოგადოების ამპლიტუდა სრულიად დაცლილი გონიერი პრაგმატიზმისაგან და უკიდურეს აგრესიასა და უკიდურეს სასოწარკვეთას შორის მერყეობს.

კოვიდის თემას რომ დავუბრუნდეთ, საქართველოში ამერიკისგან განსხვავებით ვაქცინაცია არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური ძალის სიმბოლიკას. ანტივაქსერული განწყობა დაახლოებით თანაბარია საზოგადოების ორივე სპექტრში. პარადოქსულია რომ ქართულმა საზოგადოებამ ასეთი აბსურდული შეხების წერტილი მოძებნა; წერტილი, რომელსაც ორივე მხარე თვითგანადგურებისაკენ მიჰყავს; თუმცა იქნებ სწორედ ამაშია ლოგიკა …“ , – წერს გურული “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა – სად არის შეზღუდული გადაადგილება?
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე აფეთქება მოხდა არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge