ბათუმის ზღვაში დაახლოებით 1 საათია კაცს ეძებენ. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ, რომ მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება და მასში ჩართულია მყვინთავთა ჯგუფიც.