უწყვეტი პროტესტი რუსთველზე – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კვლავ გადაკეტილია. დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ადგილზე ეროვნული გმირის მოსახსენიებელ პანაშვიდს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი აღავლენს.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის თქმით, თუ მერაბ კოსტავამ მაშინ შეძლო და საქართველოს ჩაუსახა გამარჯვების იმედი, მაშინ დღეს უფრო შეძლებენ ახალგაზრდები, რადგან “რუსთაველზე დადის ბევრი მერაბი, ბევრი ზვიადი, ბევრი თავისუფალი ადამიანი”.
პირველ რიგში მადლობა მერაბს, იმ ბრძოლისთვის, იმ თავდადებისთვის, იმ სულისკვეთებისთვის, იმ უდრეკელობისთვის, რომელიც ჰქონდა და რომელიც თავის ერს გადმოსცა.
დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირს, დღეს არის მისი დაღუპვის, შეიძლება ითქვას მოკვლის, დღე, რადგან ჩვენ მტრები ყოველთვის გვიკლავდნენ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის მერაბი და ზვიადი და ა.შ., რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და მე ვფიქრობ, რომ დღეს მერაბის სული გახარებულია, რადგან დღეს აქ რუსთაველზე დადის ბევრი მერაბი, ბევრი ზვიადი, ბევრი თავისუფალი ადამიანი. სამწუხაროდ, ისინი თითქმის მარტო იყვნენ და დღეს ბევრი მერაბია, ამიტომ თუ ერთმა მერაბმა შეძლო, მაშინ ის რაც მან გააკეთა და საქართველოს ჩაუსახა იმედი გამარჯვების, მითუმეტეს დღეს შეძლებენ ეს ახალგაზრდები. ზოგი ციხეში ზის, გმირებად იზრდებიან, გმირებად გამოვლენ და ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდება.
მადლობა მერაბს,” – განაცხადა მამა დოროთემ.