Tuesday, June 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე…“ – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

October 13, 2025
“დადგა ძალიან მაგარი ამბის დრო” – ზუსტდება, ვის და რამდენი ლარით გაეზრდება ხელფასი იანვრიდან?

გიდების სერტიფიცირება და ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ჯარიმები 2026 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მიხედვით, მანამდე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მისაღები წესები და პირობები უნდა დამტკიცდეს.უფრო კონკრეტულად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ცალკე განისაზღვრება ის რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლები ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.

ცვლილებების თანახმად, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე, სერტიფიცირებული ფიზიკური პირი.

ამასთან, მის სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.კანონის დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილმა თანამშრომელმა შეიძლება შეადგინოს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

რაც შეეხება სანქციების ნაწილს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის, ალპური გამყოლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიკატი გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არ ქონა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამასთან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს – უახლოესი დღეების პროგნოზი
  • 23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • “ორი წელია ჩვენ გვაქვს ოპოზიციის მხრიდან საკუთარი ხელიდან გაუქმებული არჩევნები” – ნიკა ობოლაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge