კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი სამძიმრის წერილს ავრცელებს:
„თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მრევლი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ჩვენი ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ კაპანაძე, აღესრულა.
მამა მიქაელი იყო არა მხოლოდ ქრისტეს მღვდელი, არამედ ჩვენი სულიერი მამა, მრევლის მწყემსი და გზამკვლევი სულიერი ცხოვრების გზაზე. მისი ცხოვრება სავსე იყო ლოცვით, სიყვარულითა და დაუღალავი სულიერი ზრუნვით თითოეულ ჩვენგანზე, ტაძარზე და განსაკუთრებით კი ბავშვებზე.
სიტყვები არ გვყოფნის იმის აღსაწერად, რამდენად განსაკუთრებული იყო ის ყველასთვის, ვინც ტაძარში მოდიოდა. მისი სიყვარული, ზრუნვა და ლოცვა ყოველთვის გვაძლევდა ძალას და რწმენას.
წმიდათა თანა განუსუენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა მიქაელს, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
ჩვენი ტაძრის მრევლის სახელით ვუსამძიმრებთ მის სამრევლოს, მის მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
მისი სითბო, კეთილშობილება, კეთილი საქმე თითოეული რჩევა მარად დარჩება ჩვენს გულებში. ყოველი მისი სიტყვა, ლოცვა და ღვაწლი ჩვენი სულიერი წინსვლისა და ტაძრის სიძლიერისთვის იყო.
ღმერთმა მიიბაროს მისი სული და დაუმკვიდროს მას საუკუნო განსასვენებელი წმინდათა შორის მართალთასა უკუნისამდე ამინ!
პანაშვიდი ორშაბათი, სამშავათი, ოთხშაბათი კლდისუბნის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში. დაკრძალვა ხუთშაბათს“