ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა – დაიან კიტონმა პოპულარობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, ცნობილ ფილმებში – „ნათლია“, „ენი ჰოლი“, „სიყვარული წესების გარეშე“ და „პირველი ცოლების კლუბში“ შესრულებული როლებით მოიპოვა.
ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებულ მსახიობს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო ფილმში – „ენი ჰოლი“ შესრულებული როლისთვის, როგორც საუკეთესო ქალ მსახიობს გადაეცა.
გარდაცვალების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.