ომიკრონის 24 შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა, სინამდვილეში კი ეს ციფრი დღეს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტია! – ამის შესახებ “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტი არ უნდა შეიცვალოს მინიმუმ, 3-4 თვე, ხოლო, ბუსტერ დოზების პერიოდი ყველა ვაქცინირებულისთვის სამ თვემდე დაიწიოს.
“გაფრთხილებდით, ვინ მომისმინა!
ომიკრონის 24 შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა, სინამდვილეში კი ეს ციფრი დღეს, სავარაუდოდ, 100-ზე მეტია!
ქვეყანა მოუმზადებელია!
გავრცელება საქართველოში იქნება, სავარაუდოდ, ყველაზე პესიმისტური სცენარით ანუ არსებული ინფექციის ყოველდღიურად 3-ჯერ გამრავლება. ერთი კვირის პროგნოზი სამი სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში (არსებული ინფექციის ყოველდღიური გამრავლება):
72- 216- 648- 1944- 5832- 17496 ინფიცირებული…
საშუალო (ხ2): 24- 48- 96- 192- 384- 768- 1536 ინფიცირებული…
ოპტიმისტური (ხ1.5): 24- 36- 54- 81- 122- 182- 365 ინფიცირებული…
რა ვქნათ:
არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტი (მინისტრი) არ უნდა შეიცვალოს მინიმუმ 3-4 თვე და თუ შეიცვლება, უნდა იყოს მაღალი დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებით დაკომპლქტებული (ჩემს ჩამოყვანას ვერავინ გაბედავს).
ბუსტერ დოზების პერიოდი ყველა ვაქცინირებულისთვის დაიწიოს 3 თვემდე ( მე-3 დოზა 3 თვეში მე-2 დოზიდან);
მასიური საინფორმაციო კამპანია ყველასთან და ამ კომპანიის მიზანი უნდა იყოს:
სამედიცინო პირბადე!
დისტანცია!
შენობების განიავება!
ბუსტერ დოზები (ამჟამად მე-3 დოზა და ახალი წლის მერე სავარაუდოდ, 3-4 თვეში მე-4 დოზა მხოლოდ ფაიზერით ან მოდერნათი);
არაპოლიტიზირება ამ საკითხის…
საწოლფონდის მობილიზება იანვრის შუა რიცხვებისთვის (სავარაუდოდ, 2022 წლის 15-20 იანვრისთვის იქნება პირველი დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორზე და სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში გაიზრდება)
ჟანგბადის მომარაგება (იანვარ-თებერვლისთვის);
ფაიზერთან და მოდერნასთან აქტიური მოლაპარაკებები (ასევე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან);
დღეს მთლიანად “ფაიზერზე” გადასვლა პირველი, მე-2 და მე-3 დოზები!
ქვეყანაში სხვა ვაქცინების შეჩერება (სინოვაკი/სინოფარმი/ასტრაზენეკა)!
კოვიდპასპორტიდან უნდა გადავიდეთ ვაქცინაციის საბუთზე! ეს ნიშნავს – პირველი, მე-2 და მე-3 დოზები და ახალი წლიდან მე-4 დოზები!
რაც შეეხება მოგზაურობას, სამწუხაროდ, თვითმფრინავში “ომიკრონით” დაინფიცირების ორჯერ უფრო დიდი შანსია, ისევე, როგორც ყველა სხვა დახურილ სივრცეში!
ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის 24 შემთხვევა დასტურდება.
მისი თქმით, ყველა დადასტურებული შემთხვევა თავდაპირველად საქართველოში აღმოჩენილი ორი შემთხვევის კონტაქტია. მათი დიდი ნაწილი სრულად ვაქცინირებული იყო.