გიორგი ჩახუნაშვილის გირაოსთვის მოქალაქეები ფულს აგროვებენ. ამის შესახებ ექიმის შვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
- აკადემიკოს, გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
მამაჩემს შეუფარდეს გირაო 20 000 ლარის ოდენობით.
გთხოვთ, მოგვეხმარეთ თანხის აგროვებაში.
ანგარიშის ნომერი: GE42TB7125236010100012
მიმღები: კონსტანტინე ჩახუნაშვილი,” – წერს გიორგი ჩახუნაშვილის შვილი.
- აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.
- სასამართლო პროცესზე ექიმმა განაცხადა, რომ აქციაზე სამედიცინო მოვალეობას ასრულებდა და მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევდა.