კახა კალაძემ 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გაფრთხილებების მიუხედავად მომიტინგეებმა მაინც ჩაიდინეს კანონ საწინააღმდეგო ქმედებები, რასაც მკაცრი რეაგირება მოყვება. მან 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები შეაფასა, როგორც უმძიმესი ფაქტი, რომელიც რეაგირების გარეშე ვერ ჩაივლის.
„უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა, მთელი თვეების განმავლობაში კამპანია მიდიოდა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით და ამის სისრულეში მოყვანა სცადეს კონკრეტულმა პირებმა და დაჯგუფებებმა. ეს ასე მარტივად არ ჩაივლის. ჩვენ ვაფრთხილებდით ადამიანებს, ჩვენს თანამოქალაქეებს. შეიძლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არავინ არ გვემეტება ციხისთვის და ვაფრთხილებდით, რომ არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. თუმცა ეს გააკეთეს. ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენს გადაწყვეტილებებში ყველა თავისუფალი ვართ და ეს არის მათი არჩევანი. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კალაძემ.