ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, სოციალური ქსელის მეშვეობით დაბადების დღეს ულოცავს:
“დაბადების დღეს გილოცავ, მიშა, უნდა გაიმარჯვო, სხვა გამოსავალი არ არის!”, – წერს კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
დღეს, 21 დეკემბერს, მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან “ფეისბუქის” გვერდზე მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს: – “პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია – ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება”, – წერია ვრცელ მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილის აზრით, “გამოსავალი მხოლოდ ერთია – დაუღალავი ბრძოლა, ქუჩის პროტესტი, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა”.
https://mix.metronome.ge/24621-2/