2021 წლის 8 ოქტომბერს 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალა 9 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი.
კორპუსის ნგრევის მიზეზი შენობის პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა, რამაც საყრდენი კედლების დაზიანება გამოიწვია.
საქმეზე ბრალდებულ სამ პირს სასამართლომ 4 და 3-3 წლით პატიმრობა შეუფარდა.
