Thursday, November 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ..” – რას აცხადებს პაატა ბურჭულაძე სასამართლო პროცესზე

October 7, 2025
“რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ..” – რას აცხადებს პაატა ბურჭულაძე სასამართლო პროცესზე

რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ… ქართულ ოცნებას უნდა წარმოადგინოს, რომ აქ სხედან ტერორისტები, ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც 4 ოქტომბერს მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც ბურჭულაძემ თქვა, აქციაზე ის ცუდად გახდა, რის შემდეგაც სააავადმყოფოში გადაიყვანეს და შემდეგ დააკავეს.

“4 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში შეიკრიბა მთელი საქართველოდან წარმომადგენლები, რადგან ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩვენი საქართველო იყო საფრთხეში და ჩავატარეთ ეროვნული კრება, სოფელი არ დარჩა საიდანაც წარმომადგენელი არ იყო, გალიდან და სამაჩაბლოდან იყვნენ სპეციალურად ჩამოსულები… ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველო არის დაღუპვის გზაზე და არის გადასარჩენი.. ცოტა დრო დასჭირდება, როცა მეცნიერები, იურისტები, კონსტიტუციონალისტები დასხდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს როგორც ისტორიულ თარიღს…
რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ… ქართულ ოცნებას უნდა წარმოადგინოს, რომ აქ სხედან ტერორისტები, ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი. მოვუწოდებდი ვინმეს რომ მიდით დაარტყით დანა და მოკალით, დაიჯერებთ? მე ვეხმარებოდი ყოველთვის ბავშვებს, მომაძახეს სხვა ქვეყანაშიო, დიახ სხვა ქვეყანაში, მტრის ბავშვებს ვეხმარებოდი, რადგან ბავშვები იყვნენ…
სანამ ჩავედით იმ სასახლესთან უკვე ჯებირი მოტეხილი იყო და როცა დავინახე რომ შეტაკება იწყება, გადავძვერი და მივედი პოლიციასთან, ბიჭებო არ გინდათ, მე აქეთ ვაჩერებდი, მურთაზი იქით და ამათ ეძახიან, რომ ჩვენ მოვუწოდებდით ხალხს…
ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ სპრეი და რომ წამოვედი, მე გავხდი ცუდად, გადავყლაპე და მეწვოდა ყველაფერი, მომათავსეს საავადმყოფოში, შემოვიდა პოლიციის უფროსი 8 თანმხლები პირით, 7 ავტომატით დამადგნენ თავზე, კარგით რა… მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს. ცოტა ხნის უკან გამოკითხვა იყო და პატრიარქის მერე, პოლიცია მოდიოდა ყველაზე სანდოდ, ახლა გამოკითხეთ აბა, ეს იმიტომ, რომ მაშინ კანონს ემსახურებოდით და ახლა რეჟიმს” – განაცხადა ბურჭულაძემ. (“რადიო თავისუფლების” ცნობით)

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერების – პაატა ბურჭულაძის, ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერის პაატა მანჯგალაძისა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge