მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ოჯახი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
“ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის ❤️ დროებით პაატა ბურჭულაძის გვერდს ვმართავთ ჩვენ, მისი ოჯახი.
სამშობლოს
სამსახურში!
314 დღე!”
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს, დააკავეს. შს სამინისტრომ ბურჭულაძესთან ერთად ასევე დააკავა „რუსთაველის გამზირის“ კიდევ ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
