Monday, October 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს ღია წერილით მიმართავს

October 6, 2025
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიმართვას ავრცელებს

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს ღია წერილით მიმართავს:

“ღია წერილი კულტურულ კაცობრიობას, ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს
მე, როგორც ერთ მღვდელს და ხალხის მოძღვარს, მშობელი ხალხის ჩაგვრა-წამების მშვიდად ყურება არ შემიძლია, ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით კულტურულ კაცობრიობას, დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომ სახელმწიფოებს.
ჩემი სამშობლო – საქართველო – საუკუნეებია მწვავე დესპოტიზმსა და აუტანელ შევიწროებას განიცდის რუსეთისგან. რუსეთის სახელმწიფო მუდმივად თვლის თავის თავს ჩვენს ბატონად, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გვთვლის თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიო საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რუსეთი თავის საკუთრებად მიგვიჩნევს და ჩვენს დასამორჩილებლად არ იშურებს არც პროპაგანდას, არც ტყვიას, რისი მტკიცებულებაცაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) კონფლიქტები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.
ჩვენი მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი და არის რუსეთის ნაცვალი საქართველოში, მუდმივად უმტკიცებს ქართველ ერს და მსოფლიო საზოგადოებას, რომ იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს გარე ძალებისგან, მაგრამ უბედურება ის არის, რომ გარე ძალებად მიიჩნევს კულტურულ ცივილიზებულ სამყაროს – ევროპას, ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. თქვენ, ჩვენი ქვეყნის მეგობრები, საქართველოს მთავრობის მიერ მტრებად ხართ მიჩნეული, ხოლო ისტორიულად და ფაქტობრივად საქართველოს მოძულე, მჩაგვრელი და მოუშორებელი მტერი რუსეთი მიჩნეულია მოყვარედ. დემოკრატია გაანადგურეს, არჩევნები, სამართალი და სასამართლო მოსპეს და ისეთი სამართალი შექმნეს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან.
„მართალია, ლამობენ, შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს საქართველოს ხალხი, მაგრამ, რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება” (კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია).
რუსეთს „ქართული ოცნების” ხელით ქართველი ერი მიჰყავს ფიზიკურ, კულტურულ და სულიერ გადაშენებამდე. ხალხი კვნესის, ერი გმინავს, ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლითა და ძვლებით გაპოხიერებულ მიწას, ხალხის დიდი ნაწილი გაღატაკებულია, მაგრამ ერის მიერ გამოხატული ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. პროტესტი უწყვეტად გრძელდება, მაგრამ მრავალჯერ დაუნდობლად სისხლით ჩაახშვეს, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, გაზით მოწამლეს, ფეხით გათელეს. ციხეში იმყოფებიან უსამართლოდ დასჯილი ახალგაზრდები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები. ჩემი ხალხი კვლავ იბრძვის, პროტესტი გრძელდება.
ამგვარ პირობებში ჩემს მოვალეობად ვრაცხ, კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ განვიხილავ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმებს, მაგრამ არ შემიძლია, არ ვისურვო ჩემი ერის რუსული აგრესიისგან და ხელისუფლების მხრივ უზომო ჩაგვრისა და უსამართლობისგან გათავისუფლება, რაშიც თქვენ, ჩვენი ქვეყნის უანგარო მეგობრებს, შეგიძლიათ დიდად დაგვეხმაროთ.
გთხოვთ, ინებოთ და დაგვეხმაროთ თქვენთვის შესაძლებელი ყველა საშუალებით, რათა საქართველო გათავისუფლდეს რუსული აგრესიისგან და დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას.
თქვენთვის და ყველა სამართლიანი ადამიანისთვის მლოცველი”  – წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge