მეტეხის ხიდთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული იგორ ნარმანია და კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სტუდენტები და აქტივისტები ერთობლივი განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ, რომელიც ხვალინდელ დაანონსებულ აქციას ეხება.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, უცნობი პირები ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
“აქ ვიყავით შეკრებილი ახალგაზრდები, რომლებსაც უნდა გაგვეკეთებინა განცხადება, ამ განცხადების ჩაშლა უნდოდათ “ქართული ოცნების” “ტიტუშკებს”. მოაწყვეს ჩასაფრება 50-მდე “ტიტუშკამ”, რომელიც მობილიზება “ქართულმა ოცნებამ”. ისინი შეიარაღებულები იყვნენ “კლუჩებით”, მუშტებითაც ვერ მოვიდნენ. იგორ ნარმანიას და 15 წლის ანდრიას მიაყენეს ზიანი თავის არეში. 4 ოქტომბერს ყველანი ვიქნებით ქუჩაში, რუსული რეჟიმი საქართველოში უნდა დამთავრდეს”, – განაცხადა აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა.