პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას, რომლისთვისაც ქვეყნის ბედი მნიშვნელოვანია ოთხს ოქტომბერს აქციაზე გასვლისაკენ მოუწოდებს. მისივე თქმით ოთხი ოქტომბერი დიდი გამარჯვების დღე იქნება ქართველი ხალხისათვის.
“4 ოქტომბრამდე საათებია დარჩენილი, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე. ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო, მოდით ყველანი 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველზე. არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია. გარდა ამისა, გვინდა გავაკეთოთ ერთი განცხადება. ხშირად გვეკითხებიან, რა მოხდება, როცა ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება. ვიღებთ პასუხისმგებლობას, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება არ შეფერხდება. თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფს. უფრო მეტიც, ამის შედეგად კოლაფსი მცირე ხნითაც კი არ შეიქმნება.