მოძრაობა “რუსთაველის გამზირის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე, ყველას მოუწოდებს 4 ოქტომბერს რუსთაველის განმზირზე მისვლისკენ.
როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, 4 ოქტომბერი იქნება ეროვნული კრების დღე, რომლის დროსაც ახალი საქართველო, მესამე რესპუბლიკა გამოცხადდება.
არავითარი აქცია, ეს არის ეროვნული კრება, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩამოდით მთელი საქართველო თბილისში და ასევე ემიგრანტები ჩამოდიან თბილისში, თბილისი ხომ გამოდის და გამოდის. ჩვენ აქ არ ვართ მოთხოვნით, არც არჩევნების და არც სინდისის პატიმრების თხოვნით, ჩვენ ვისაკუთრებთ ჩვენ ქვეყანას, შემდეგ კი გადავწყვეტთ, როგორ უნდა იცხოვროს ამ ქვეყანამ. 2 დღე დაგვრჩა, 2 დღის შემდეგ კი ცხადდება ახალი საქართველო, მესამე რესპუბლიკა, გაუმარჯოს საქართველოს მესამე რესპუბლიკას, – განაცხადა ბურჭულაძემ.