გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის სკოლის მოსწავლე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მე-11 კლასის მოსწავლის, დაჩი მოგელაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„დიდი ელდაა სკოლისთვის და მოუშუშებელი ტკივილი დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება. ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი. ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და მეგობრული. მისი ურთიერთობა თანაკლასელებთან სიყვარულით იყო გაჯერებული. მასწავლებლების მიმართ თავაზიანი და კეთილგანწყობილი. საზოგადოებისთვის ზრდილი და კეთილი. დიდი დანაკლისია სკოლისთვის, სოფლისთვის, ქვეყნისთვის სიცოცხლეზე შეყვარებული ბიჭის გარდაცვალება.
გულისტკივილითა და დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ჩვენი სკოლის მე-11კლასის მოსწავლის, დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას. ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა დაჩი! სიყვარულით გვემახსოვრები მარად“, – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.