Wednesday, October 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პაატა ბურჭულაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

October 1, 2025
პაატა ბურჭულაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში! – ასე მიმართა მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ “ქართულ ოცნებას”.

ბურჭულაძემ ბრიფინგზე მერიაში შეტანილ განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შეიტანეს, საპასუხო წერილი კი თბილისის მერიამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, არ იყვნენ ვალდებულები, თუმცა თბილისის მერია ოფიციალურად ჩააყენეს საქმის კურსში.

“მოგეხსენებათ, რომ 4 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში ტარდება ეროვნული კრება. ჩვენ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია და კანონში არის, მივმართეთ მერიას და შევატყობინეთ. არ ვიყავით ვალდებული, რომ მოგვეთხოვა ნებართვა. შევატყობინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ატარებს ეროვნულ კრებას და გვინდა, რომ ოთხი სცენა დაიდგას თავისუფლების მოედანზე, პარლამენტთან, ოპერასთან და რესპუბლიკის მოედანზე. ეს ჩვენ შევასრულეთ კანონიერად, მაგრამ მივიღეთ პასუხი დღეს – ძალიან ბევრნი ნუ შეიკრიბებითო და ერთი სცენა დადგითო.

ბატონებო, ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ამის დამწერს ვეუბნებით – ნუ გეშინიათ, ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ, კანონს არ დავარღვევთ, ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ხალხი, რომელსაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, ამიტომაც კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, ეს ჩვენი კონსტიტუციით გვეკუთვნის, კანონს არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენც არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში!”, – მიმართა პაატა ბურჭულაძემ სახელისუფლებო პარტიას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კახეთში კაცმა ცოლი მოკლა
  • “დაეჯახა ახალგაზრდა გოგონას, ზედაც არ შეხედა, მანქანა სახლში გადამალა და მიმალვა სცადა”- რა ინფორმაცია ვრცელდება
  • წალენჯიხაში ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა – როგორია მისი მდგომარეობა?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge