Wednesday, October 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის მერია პაატა ბურჭულაძის წერილს პასუხობს

October 1, 2025
პაატა ბურჭულაძე, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან, 5000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის მერია პაატა ბურჭულაძის წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საზოგადოება „რუსთაველის გამზირის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის სახელით, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შემოვიდა წერილი, რომლის შინაარსს, ისევე როგორც საპასუხო გზავნილს, ვასაჯაროებთ.

განმცხადებელი ითხოვს, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის, მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.

განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას.

საპასუხო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ  კანონმდებლობის შესაბამისად, „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება“.

მოქალაქეების  შეკრებისა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ასევე გააჩნიათ ვალდებულება, დაიცვან  საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე…“ – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
  • ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – დაღუპულია, სულ მცირე, 69 ადამიანი
  • სუს-ი ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge