რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა 2025 წლის შემოდგომის სამხედრო გაწვევის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურში კიდევ 135 000 რუს მოქალაქეს გაიწვევენ.
აღნიშნული პროცესი 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ცნობილია, რომ გაწვევა 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეეხებათ.
ვლადიმირ ციმლიანსკიმ, რუსეთის მთავარი საორგანიზაციო და მობილიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, განაცხადა, რომ გაწვეულები მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე იმსახურებენ და მონაწილეობას არ მიიღებენ უკრაინაში მიმდინარე ომში.