Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

(ვიდეო) “თვალი ჩაუკრა… ამის გამო სიკვდილზე იყო დადებული… განწირული კივილის ხმები მესმოდა… სისხლიანი კედლები, ნაჭრები მხვდებოდა…” – ლევან სუხიტაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე

December 15, 2021
(ვიდეო) “თვალი ჩაუკრა… ამის გამო სიკვდილზე იყო დადებული… განწირული კივილის ხმები მესმოდა… სისხლიანი კედლები, ნაჭრები მხვდებოდა…” – ლევან სუხიტაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდზე

მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მისი პატიმრობა გაიხსენა.

“საერთოდ რატომ მოხვდი ციხეში? – გადაცემის წამყვანის შეკითხვას სუხიტაშვილი შემდეგნაირად პასუხობს:

“რატომ ხვდებოდნენ ხოლმე მიშას, მერაბიშვილის დროს?! – პოლიციელების ცემა მედებოდა ბრალად. ეს მოხდა ფეხბურთის მატჩის ყურებისას, სტადიონზე. ეს ის პერიოდია, მერაბიშვილის დროს სამართალდამცავი ორგანოები ნებისმიერ პროვოკაციაზე რომ მოდიოდნენ. უფლება ჰქონდათ, ნებისმიერი რამ “შეეტენათ”… ხმა რომ ამოგეღო, რა სისულელეა, არ ვარ დამნაშავეო, ეგრევე გიმძიმებდნენ (დანაშაულს…) ან გირაოს თანხას გიმატებდნენ“, – ამბობს მსახიობი.

როგორც სუხიტაშვილი იხსენებს, როცა ის ციხეში მოხვდა, ის არაერთხელ გამხდარა პატიმრებზე ფიზიკური თუ მორალური ძალადობის თვითმხილველი.

“ციხეში ყოფნა სამ თვემდე მომიწია. 5 000 ლარიანი გირაოს და 4 წლიანი პირობითის სანაცვლოდ გამათავისუფლეს. როგორც კი მთავრობა შეიცვალა, მეორე დღესვე მომეხსნა. პირობითი იმ პერიოდში უფრო საშიში იყო, რადგან ნებისმიერი რაღაც შეეძლოთ “გაეტენათ”. ჩვეულებრივი დევნა იყო, მაგრძნობინებდნენ – შენ ჩვენს ხელში ხარო. ეს იყო დიქტატი, რომელსაც დღეს ბევრი ვერ ხვდება. 

ჩემი კარიერა ნაწილობრივ მაგანაც დამინგრია, რადგან თავიდან დამჭირდა ყველაფრის დაწყება, ციხიდან “დანგრეული” გამოვედი. 

კამერაში სპეციალურად ორ ავტორიტეტთან შემიშვეს, რომ იქ არ “მებლატავა”, კარანტინი იყო… ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი… საშინელი მოპყრობა… არანაირი ადამიანური ურთიერთობები… იყო ფიზიკური ძალადობა…

აბანოდან განწირული კივილის ხმები მესმოდა ხშირად… აბაზანაში სისხლიანი კედლები, ნაჭრები მხვდებოდა… 

მახსოვს, ერთხელ ჩემს თანამესაკნეს კბილი სტკიოდა, დერეფანში გაყვანისას ნაცნობი დაინახა და თვალი ჩაუკრა, უკან რომ შემოგვიგდეს, ფაქტობრივად სიკვდილზე იყო დადებული”, – იხსენებს სუხიტაშვილი გიორგი გასვიანთან ინტერვიუში.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზოდიაქოს 5 ნიშანი ამ კვირაში ძალიან სასიამოვნო ამბავს გაიგებს
  • “ალექსი თირქიას, რომელსაც რეზინის ტყვია მოხვდა, ჯანდაცვის სამინისტრომ თვალის ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა”- ჟორჟოლიანი
  • ხვალ დენი 8 საათით გაითიშება – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge