“ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] არავის დაგინდობთ” – ამის შესახებ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა “ტვ პირველთან” განაცხადა და “ქართული ოცნების” წევრებს მიმართა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა რაღაც აკვიატებული აზრებია.
“ეს აკვიატებული აზრები როდის მოუვა, საიდან მოუვა და რა ფორმით გამოიხატება არავინ არ იცის.
ყველას ასე მოგექცევათ, თუ ეს დროზე არ დაამთავრეთ ხალხო, ეს კაცი არავის არ დაგინდობთ. ის არც დედას ინდობს, არც მამას ინდობს, არც შვილს ინდობს, არავის არ ინდობს თავისი რაღაც ახირების გულისთვის და თავისი ჟინის დაოკების გულისთვის. მისთვის მთავარი ამოცანაა, რაღაც აკვიატებული აზრები, ეს აკვიატებული აზრები როდის მოუვა, საიდან მოუვა და რა ფორმით გამოიხატება არავინ არ იცის.
ხომ ხედავთ ჩვენით დაიწყო და გადავიდა უკვე ტალღისებურად, როგორც ცუნამი, თავის საახლობლოზე, გარემოცვაზე, მათ ოჯახებზე, აღარც ნათესავებს ინდობს, მათ გარემოცვას და ა.შ.. ამიტომ რაღაცით უნდა გავაჩეროთ ეს კაცი, თორემ სხვანაირად არ შეიძლება, დაიღუპება მთელი ქვეყანა,” – ამბობს მარინა რამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.