ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:
“არავინ იცის, ვინ ვის სად შეხვდება, შენ თუ არა, შენს შვილებს, ან ოჯახის რომელიმე წევრს მაინც გადაეყრება. ამიტომ, იყავით ფრთხილად და წინდახედულად.
დღემდე მახსოვს, ბებიაჩემი მარიგებდა: ისეთ დროს, ისეთ ადგილას შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, ვერც კი წარმოიდგინ, ამიტომ ფრთხილად და დაკვირვებულად იცხოვრეო, სიცოცხლეში თუ არა საზერეში გასვლის დროს მაინც წინ დაგხვდებაო. არასოდეს დამვიწყებია ეს სიბრძნე და ასე ვიცხოვრე. საკუთარ თავზე გამოვცადე. ყველა გადამეყარა ვინც გული მატკინა, ყველას ვუთხარი რა დამიშავა, არა იმიტომ, რომ მე კარგად ვიყავი, არამედ, მსგავსი აღარასოდეს ჩაედინა.
,,მთა მთას ვერ შეხვდება, კაცი კაცს ვერ ასცილდებაო” – თქვა ბრძენმა, გამოცდილმა ადამიანმა. როგორ უნდა მოიქცე მაშინ, როცა ადამიანმა ბოროტება გაგიკეთა, მიწასთან გაგასწორა და მერე ისე გაუჭირდა დასახმარებლად შენთან მოვიდა. უნდა უთხრა ყველაფერი რასაც მასზე ფიქრობ და აუცილებლად უნდა დაეხმარო. ეს არის საკუთარ თავზე გამარჯვება.
ყველამ ყველაფერი ვიცით თეორიულად, პრაქტიკულად კი…”, – წერს ჯაჯანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
