მსახიობი გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში “პირველ არხის” პროექტის “ტელესკოლა” შესახებ წერს, სადაც აღნიშნულ ტელე-გაკვეთილებსა და პედაგოგების მიერ ახსნილ მასალას დადებითად აფასებს.
“მოკლედ, პირველ არხზე “ტელესკოლის” გაკვეთილებს შემთხვევით ვუყურე და ვეღარ მოვწყდი.
ანუ, ჩემ დროს ასე რომ ესწავლებინათ, მე დღეს ბევრად განათლებული ვიქნებოდი, მათემატიკაში მაგალითად.
ბრავო, უმაგრესი მასწავლებლები და უკარგესად ხსნიან, აი, ბრავო”, – წერს ყიფშიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისთვის, “ტელესკოლა” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია.
„ტელესკოლა“ ყველა კლასის მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ ტელე-გაკვეთილებს მოიცავს.