ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ორი მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
,,პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.