ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელებით “TV იმედის” პოსტს ეხმაურება, სადაც მათ ნანუკა ჟორჟოლიანის სიტყვების, “სიტყვა ეთიკას “იმედი” ნუ ახსენებთ, თორემ შეიძლება მეხი დაგეცეთ”, ფონად კოდუასთან და სააკაშვილტან ერთად გადაღებულ ფოტოები განათავსეს.
“რაც არ უნდა კითხვები გქონდეს ირაკლი კოდუასთან მის წარსულში იწერება ერთი ღირსეული საქმე, როცა ამ ტელეკომპანიის შემქმნელმა, რუსმა ოლიგარქმა ბადრი პატარკაციშვილმა ვერ იყიდა და პირიქით, ჩაწერა მისი რუსული გეგმა, რითიც ერთი რუსული რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგა.
(ბავშვებო ეს ჩანაწერი იუთუბზეა და უნდა ნახოთ. )
ამ კოლაჟში ასევე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ერჩოდა ისეთ მავნებლებს და წურბელებს როგორიც ამ ტელეკომპანიის ახლანდელი მფლობელი, პენსიონრების ფულზე გამდიდრებული ირაკლი რუხაძეა.
მეხს რაც შეეხება აუცილებლად დაგეცემათ”, – ნათქვამია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.