Thursday, September 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

September 25, 2025
„ჩვენ გვქონდა იდეა, ის თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა…“ – ვისზე საუბრობს „გახარია საქართველოსთვის“

პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ  23 სექტემბერს პარტიამ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა არჩევნების შემდეგ მოქალაქეებისათვის შესაძლებელი ყოფილიყო საკუთარი ხმის გადამოწმება, რადგან თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია.

“მიმდინარე წლის 23 სექტემბერს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა არჩევნების შემდეგ, დაუყოვნებლივ, გახდეს შესაძლებელი ვერიფიკაცია გავლილმა ამომრჩეველმა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები. კერძოდ, ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე ფიქსირდება მის მიერ მიცემული ხმა.
ეს მოთხოვნა სრულ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. ვინაიდან მოთხოვნილია არა პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, არამედ მოქალაქის წვდომა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციაზე. ზუსტად ისე, როგორც ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი და იპოვოს თავისი საარჩევნო უბანი.
საკუთარი ხმის გადამოწმების შესაძლებლობა ამომრჩეველს უნდა მიეცეს არჩევნების შემდეგ, შესაბამისად, ცესკოს მხრიდან არგუმენტად ვერ მიიღება არჩევნებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა.
ანალოგიური მოთხოვნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის არჩევნების შემდეგაც დააყენა. თუმცა, მაშინ სისტემამ, ფაქტობრივად, ეს მონაცემები დამალა და სიმართლის დადგენის შესაძლებლობა მძევლად აიყვანა.
2024 წლის არჩევნების შემდეგ, „ოცნებამ“ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო დაამძიმა, შეცვალა კანონმდებლობა და სრულად მოარგო საკუთარ პარტიულ ინტერესებს.
ასევე, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საზოგადოებას არაერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმ ზეწოლებისა და დაშინებების შესახებ, რასაც „ოცნება“ აქტიურად იყენებს კანდიდატების წინააღმდეგ, რის შედეგადაც რამდენიმე პირმა რეგისტრაციის შემდეგ საკუთარი კანდიდატურა ჩახსნა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებს ფაქტობრივად არცერთი სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია არ დააკვირდება”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს-ს ცნობით, პირი, რომელმაც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ში” სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, დაკავებულია
  • თბილისში სასტუმრო “ჰოლიდეი ინთან” სპეცრაზმისა და პოლიციის, ასევე სამაშველო ჯგუფების მობილიზებაა – რა ხდება ადგილზე
  • “რატომ არ შეიძლება 4 ოქტომბერს ე.წ “არჩევნებზე” წასვლა…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge