მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მის დაკავებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ “უკვე დააგვიანეს“, რადგან ხალხის ტალრა წამოსულია და ამას ვერაფერი გააჩერებს.
როგორც ბურჭულაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “დაჭერის შემთხვევაში, იციან, ლევანი ვინ უნდა შეცვალოს, პაატა უნდა შეცვალოს და ყველას ჰყავს სათადარიგო შემადგენლობა“.
“4 რიცხვს ესენი ვერ გააჩერებენ“, – ამბობს ის.
ყველაფერია მოსალოდნელი, მე როცა ჩავერთე ამ ბრძოლაში, ვიცოდი, რომ რაღაცები უნდა მოხდეს. მაგრამ ახლა უკვე გვიანია ლევანის დაკავებაც, ჩემი დაკავებაც, ხალხის ტალღა წამოვიდა უკვე და ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს. იმდენად ვართ ორგანიზებული, რომ დაჭერის შემთხვევაში, ვიცით, ლევანი ვინ უნდა შეცვალოს, მე ვინ უნდა შემცვალოს, ყველას გვყავს სათადარიგო შემადგენლობა და 4 რიცხვს ესენი ვერ გააჩერებენ, რუსთაველის გამზირმა ყველაფერი უკვე კარგად, ორგანიზებულად გაიარა, – განაცხადა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება 4 ოქტომბრის გეგმას- ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი გამხელა არ შეუძლია, რადგან თუ იტყვის, რას აპირებენ, 4 ოქტომბერი ჩაიშლება.