„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბასილაიას, ცინცაძის, ბაკურციხის, იყალთოს, ნატახტარის, მიხეილ თამარაშვილის, ნოდარ ანდღულაძის, ანდღულაძის, გურამ ბზვანელის, საბურთალოს, მიხეილ ასათიანის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ტეხურის, ზურაბ ქაფიანიძის, ბახტრიონის, ტუსკიას, წინაუბნის, ლიხაურის, სულხან ცინცაძის და ქარელის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, თენგიზ ახმეტელის, კავსაძის, ცხვედაძის, ფალიაშვილის, გრიგოლ მუხაძის, მოსაშვილის, ძმები კიკნაველიძეების, დარიალის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, ახმეტელის, მიშველაძის და ბერძენიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.