უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

“ბევრი მკიცხავს, რა ვქნა მუსტაფა შემიყვარდა!” – როგორ ცხოვრობს ქართველი გოგონა, რომელიც ერაყელზე გათხოვდა…

January 22, 2020
“ბევრი მკიცხავს, რა ვქნა მუსტაფა შემიყვარდა!” – როგორ ცხოვრობს ქართველი გოგონა, რომელიც ერაყელზე გათხოვდა…
Share on FacebookShare on Twitter

მარიამ ცხადაძე ქალაქ მოსულში ცხოვრობს. მეუღლე ერაყელი მუსლიმანია, თუმცა ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია…

– ჩემი მეუღლე, მუსტაფა­ ალ-ქასაბი, 25 წლისაა. 2016 წლის 14 იანვარს გავიცანი. ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ცხოვრობდა. მერე შევხვდით. თავიდან ვფიქრობდი, თუ არ მომეწონება, რა პრობლემაა, აღარ შევხვდები-მეთქი. სამსახურში ყოველდღე მაკითხავდა,
2017 წლის 21 აგვისტოს ხელი მოვაწერეთ და ჩემთან, საჩხერეში წავედით.

ავიაბილეთები

– როგორი რეაქცია ჰქონდათ შენს მშობლებს, როდესაც გაიგეს მისი ეროვნებისა და განსხვავებული მრწამსის შესახებ?
– დედაჩემმა იცოდა, რომ ჩემი შეყვარებული ერაყელი მუსლიმანი იყო. მითხრა, მთავარია, ბედნიერი იყო, მაგრამ მამაშენს რა უნდა ვუთხრაო? დაახლოებით ერთ წელიწადში მამაჩემს გაუმხილა, მარიამს ერაყელი შეყვარებული ჰყავსო. ერთ დღესაც მამამ დამირეკა, მართლა გიყვარსო? კი-მეთქი. მაშინ ჩამოიყვანე და გაგვაცანიო.
მეორე დღეს დავკარით ფეხი და საჩხერეში წავედით. ჩემს ოჯახს თუ სამეზობლოს მუსტაფამ ისე შეაყვარა თავი, რომ მისი ჩასვლა ძალიან უხაროდათ.

– როგორც ვიცი, შენს მეუღლეს განათლება საქართველოში აქვს მიღებული.
– სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 6 წელი სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.

– მისი ოჯახი როგორ შეგხვდა ქრისტიან რძალს?
– მუსტაფას მამა განათლებ­ული კაცია­ და უდიდეს პატივს­ სცემს ქრისტიანებს­.
ამას წინათ­ მისი ძმა გვეწვია და ჩემზე ჰკითხა,­ სარწმუნოება თუ შეიცვალაო? ჩემმა მამამთილმა უპასუხა, სარწმუნოება რომ შეეცვალა, ჩემს შვილს ვაიძულებდი დაშორებოდაო­. 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, მუსტაფამ საჩუქრად ჯვარი მომიტანა და მას შემდეგ სულ მიკეთია.

– სავარაუდოდ, არც ჰიჯაბის ტარებას მოგთხოვდნენ.
– ერაყში რომ ჩავედით, ჩემმა მეუღლემ მითხრა, თავზე უბრალოდ წამოიფარე რამეო. ეს რომ მამამთილმა გაიგონა, უსაყვედურა, რა საჭიროაო. თუ ქალი არ არის ერაყელი, მუსლიმანი, არ არის ვალდებული თავსაფარი ატაროს.
მოსულში ქალების უმრავლესობა ჰიჯაბს მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ საზოგადოებამ არ გაკიცხოს. მის ტარებას გოგოები 12 წლის ასაკიდან იწყებენ – ქალებს მხოლოდ ხელის მტევნები და სახე უნდა უჩანდეთ.

ორი მული მყავს. ერთი 21 წლისაა, მეორე – 24-ის. ისინიც ატარებენ ჰიჯაბს, მაგრამ მამა არ აიძულებს, ეს მათი არჩევანია. ჩემი მამამთილი ლექტორია, ფსიქოლოგიას ასწავლის, ამასთან,­ ადვო­კატია. კვლევა ჩაატარა, მოს­წ­ონთ თუ არა გოგოებს ჰიჯაბის ტარება. როგორც აღმოჩნდა, 70%-ს არ მოსწონს. როგორც ჩემმა მულებმა ამიხსნეს, ზოგი იმდენად არის მიჩვეული, მოხსნისას საკუთარი თავი აღარ მოსწონს.

– ერაყში საცხოვრებლად რატომ გადახვედით?
– საქართველოში იუსტიციის სახლში შარშან შევიტანეთ განაცხადი ბინადრობის მოწმობ­აზე. უარი მოგვივიდა, ნასამართლობის ცნობა არ გვქონდა წარმოდგენილი. მუსტაფას მამამ გამოგზავნა და თავიდან შევიტანეთ განცხადება. 15 დღის შემდეგ მოვიდა წერილი, რომ პროცესი შეწყდა. დავრეკე, რა ხდება-მეთქი? მითხრეს, ნასამართლობის ცნობა არა გაქვთ წარმოდგენილიო. არადა, გვქონდა. მოკლედ, გაარკვიეს და მომიბოდიშეს. კიდევ 15 დღე გავიდა და მომივიდა წერილი, თქვენი მეუღლე ქვეყნისთვის საშიშიაო. გავასაჩივრე და დღემდე ველოდები სასამართლოს დანიშვნას, რომ მივიღო­ პასუხი, აძლევენ თუ არა ჩემს ქმარს ბინადრობის უფლებას. 6 წელი საქართველოში ცხოვრობდა და სწავლობდა, მაშინ თუ არ იყო საშიში,­ მერე რა შეიცვალა?! 30 სექტემბერს საქართველოში ყოფნის ვადა ამოეწურა, ამიტომაც წავედით ერაყში. მალე გამოცდები აქვს ჩასაბარებელი – ერაყის სახელმწიფო ყველას, ვინც უნივერსიტეტს საზღვარგარეთ ამთავრებს, 10 ეროვნულ გამოცდას­ უტარებს. მარტში ჩააბარებს და მერე ვნახოთ – ან დავრჩებით, ან სხვა ქვეყანაში წავ­ალთ, ან თუ ღმერთი ინებებს, საქართველოში დავბრუნდებით.

– ბინადრობის მოწმობა შენ თუ აიღე?
– ორ კვირაში ავიღებ სამუდამოს.
წერილებს მწერენ და მაკრიტიკებენ, ქართველი კაცი ვერ იპოვე, რა გაგიჭირდა ამისთანაო? მე ეს ადამიანი შემიყვარდა, მან მაჩუქა სითბო, სიყვარული და ყურადღება. მეშინია, რომ უარი მოუვა ბინადრობაზე და იძულებული ვიქნები, საქართველო სამუდამოდ დავტოვო.

– როგორია ქალთა უფლებები ერაყში?
– საჯარო სკოლებში აკრძალულია ბიჭებისა და გოგოების ერთ კლასში გაჩერება. მაგალითად, ერთი კვირა გოგოებს აქვთ დილით სწავლა და ბიჭებს საღამოს, მეორე კვირაში პირიქით. არის კერძო სკოლები, სადაც ბიჭები და გოგონები ერთადაც სწავლობენ – იქ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს მიჰყავთ შვილები. უმაღლეს სასწავლებელში უკვე ერთად სწავლობენ. გოგონები ფოტოებსა და ვიდეოებს სოცქსელებში არ ტვირთავენ. ეშინიათ, სადმე არ გამოაქვეყნონ ან რამე უხამსობა არ დაუწერონ. აქ ბიჭს თუ დაელაპარაკე, იფიქრებს, სხვასაც დაელაპარაკებაო და ასეთი გოგო არ უნდათ. შეყვარებულები საზოგადოებას ემალებიან, ვერავინ იეჭვებს, რომ ერთმანეთი უყვართ.
არიან გამონაკლისებიც, რომლებიც მიმტანებადაც მუშაობენ, მაღაზიებშიც იხილავთ კონსულტანტ ბიჭებთან ერთად, ქორწილში ჰიჯაბის გარეშე­ ბედავენ წასვლას, მოკლე მაისურით თუ დეკოლტეიანი კაბით, ოღონდ გოგონები­ რესტორანში სხედან, ბიჭები კი გარეთ. ვიდეოს გადაღება აკრძალ­ულია, სიძეს მხოლოდ ერთი საათით აქვს პატარძლის ნახვის უფლება…

– მოსული რამდენად უსაფრთხოა?
– ქუჩების დასაწყისში დგანან­ ჯარისკაცები, რომლებიც ყველა მანქანას ამოწმებენ. დღისით ფანჯარა უნდა ჩასწიო, ღამით სინათლე უნდა აანთო კაბინაში და უთხრა, სად მიდიხარ.

მოსულს მდინარე ტიგროსი ორ ნაწილად ჰყოფს. მარჯვენა მხარე განადგურებულია, ჩვენ მარცხენა მხარეს ვართ. ახლა გზების დაგება დაიწყეს, ნაგვისა და ნანგრევების გატანაც. ჩემი მეუღლის ადრინდელი სახლი ბომბმა დაანგრა და მამამისმა თავიდან ააშენა.
ხალხს ჰგონია, რადგან ერაყია, აუცილებლად ომი უნდა იყოს. ერთადერთი ტერორისტები უქმნიან აქაურობას საფრთხეს, თორემ მშვიდობიან მოქალაქეებს ნამდვილად არ უნდათ ომი. ერაყში ბევრი ქართველია. მაგალითად, ქურთისტანში, ერბილში, 8 ათასი ქართველია.

წყარო: kvirispalitra.ge

 224 ნახვა

სხვა ამბები

ომის გამპროტესტებელი რუსი ჟურნალისტი შინაპატიმრობიდან გაიქცა
საზოგადოება

ომის გამპროტესტებელი რუსი ჟურნალისტი შინაპატიმრობიდან გაიქცა

October 4, 2022
ცნობილია გერმანიაში დაღუპული ემიგრანტის ვინაობა
კრიმინალური ამბები

ცნობილია გერმანიაში დაღუპული ემიგრანტის ვინაობა

September 11, 2022
ვრცელდება ვიდეო, რომლის გამოც ფინეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა
სხვადასხვა

ვრცელდება ვიდეო, რომლის გამოც ფინეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა

August 19, 2022
🎥ვიდეო: გაშიფრულია პირი, რომელიც დედაენის ბარზე კიბერშეტევას რუსეთიდან ხელმძღვანელობდა
საზოგადოება

🎥ვიდეო: გაშიფრულია პირი, რომელიც დედაენის ბარზე კიბერშეტევას რუსეთიდან ხელმძღვანელობდა

August 5, 2022
„ჩემმა შვილიშვილმა გამოცდაში 60-დან 61 ქულა აიღოო“ – ლიკლიკაძის სახალისო პოსტი
საზოგადოება

„ჩემმა შვილიშვილმა გამოცდაში 60-დან 61 ქულა აიღოო“ – ლიკლიკაძის სახალისო პოსტი

August 3, 2022
ინდოეთში “მაიმუნის ყვავილით” გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საზოგადოება

ინდოეთში “მაიმუნის ყვავილით” გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

August 1, 2022
შემდეგი ამბავი
VIDEO ჯეკპოტი გათამაშდა: იძებნება მოქალაქე, ვინც ლოტოს გათამაშებაში 1 182 000 ლარი მოიგო

VIDEO ჯეკპოტი გათამაშდა: იძებნება მოქალაქე, ვინც ლოტოს გათამაშებაში 1 182 000 ლარი მოიგო

ჩერგოლეიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: “ამ კაცს არც ღირსება აქვს, არც თავმოყვარეობა”

ჩერგოლეიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: “ამ კაცს არც ღირსება აქვს, არც თავმოყვარეობა”

პოპულარული

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?
საზოგადოება

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?

2 hours ago
🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში
საზოგადოება

🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში

2 hours ago
“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” –  ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა
საზოგადოება

“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” – ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა

3 hours ago
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4 hours ago
ერთაწმინდაში სახლი, სადაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, დაიწვა
საზოგადოება

ერთაწმინდაში სახლი, სადაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, დაიწვა

4 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?

March 24, 2023
🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში

🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში

March 24, 2023
“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” –  ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა

“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” – ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა

March 24, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი

სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი