რუსეთში, კამჩატკასთან 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 31კმ-ზე მეტ სიღრმეზე იყო.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვა რეგიონებშიც იგრძნობოდა.
ცნობისთვის, ბოლო კვირების განმავლობაში, კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა.