საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს სტუ-ის ყოფილი პრორექტორის, თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტის, აგროკონსორციუმ „წეროვანის” ყოფილი გენერალური დირექტორის, სტუ-ის „ოქროს მედლის“ კავალერის ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და ოჯახს, გარდაცვლილის კოლეგებს, მეგობრებსა და აღზრდილებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ოთარ წეროძის გარდაცვალების გამო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.
ბატონი ოთარი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩვენს ქვეყანას. მან თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით ნათელი კვალი დატოვა როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის სამეცნიერო და საზოგადოებრივ სივრცეში. ბატონი ოთარ წეროძე გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და პრინციპულობით, რაც მას ღირსეულ ხელმძღვანელად, კოლეგად და ჭეშმარიტ მენტორად აქცევდა.