რუსეთმა წელს ნორვეგიის საჰაერო სივრცე სამჯერ დაარღვია, – ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.
„ნორვეგიაში მომხდარი ინციდენტები მდებარეობისა და ხანგრძლივობის თვალსაზრისით ნაკლებად მასშტაბურია, ვიდრე ესტონეთში, პოლონეთსა და რუმინეთში მომხდარი შემთხვევები. თუმცა, ეს ინციდენტები მაინც სერიოზულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ნორვეგიის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, მხოლოდ წელს რუსეთმა ეს სამჯერ გააკეთა.