Monday, September 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ChatGPT-ს შეზღუდვები ემატება – საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

September 22, 2025
5 კითხვა ChatGPT-ის, რომლის დასმის შემთხვევაშიც, ხელოვნური ინტელექტი თქვენს მონაცემებს სპეცსამსახურებს გადასცემს

ChatGPT-ში თვის ბოლოდან ცვლილებები შევა, რომლებიც არასრულწლოვან მომხმარებლებს შესაძლო ზიანისგან დაიცავს; ჩატბოტს მშობელთა კონტროლის ფუნქციაც დაემატება. OpenAI-მ ამის შესახებ სამშაბათს ბლოგპოსტი გამოაქვეყნა.

ეს ChatGPT-სადმი მიმართული ბრალდებების შედეგია. ცნობილია, რომ მოზარდების სუიციდის ხელშეწყობაში ჩატბოტს არაერთი ოჯახი სდებს ბრალს, ცოტა ხნის წინ კი ისინი კონგრესის წინაშეც წარდგნენ.

ბლოგპოსტის მიხედვით, მშობლებს შეეძლებათ, რომ საკუთარი ანგარიში ბავშვისას დაუკავშირონ. თუ საჭიროდ ჩათვლიან, საშუალება ექნებათ, ზოგი ფუნქცია გათიშონ ანდა მოზარდს საათების შეზღუდვა დაუწესონ. გარდა ამისა, მშობლებს შეეძლებათ მიუთითონ ჩატბოტს, როგორ იურთიერთოს ბავშვთან.

“თუ საგანგებო ვითარებაში მშობელს ვერ დავუკავშირდებით, მომდევნო ნაბიჯი შეიძლება პოლიციის ჩართვა იყოს”, — წერია ბლოგპოსტში.

ამ სიახლეებთან ერთად OpenAI ჩატბოტს კიდევ ერთ ფუნქციას ამატებს: ChatGPT შეძლებს, 18 წელს მიუღწეველი მომხმარებელი ამოიცნოს; შემდგომში მას ასაკისთვის შეუსაბამო შიგთავსისგან დაიცავს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როგორ იმუშავებს ეს ფუნქცია.

“თუ მომხმარებლის ასაკი ზუსტად არ გვეცოდინება ან არასრული ინფორმაცია გვექნება, შედარებით უსაფრთხო გზას ავირჩევთ და მომხმარებლები სტანდარტულად 18 წელს ქვემოთ ვერსიით ისარგებლებენ. ზრდასრულები შეძლებენ, საკუთარი ასაკი დაადასტურონ, რათა ზრდასრულებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობებიც მიეცეთ”, — ვკითხულობთ პოსტში.

ცალკე ბლოგპოსტში სემ ალტმანმა, OpenAI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სიკვდილის შემთხვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა თინეიჯერებისთვის ჩატბოტთან კომუნიკაცია უფრო უსაფრთხო გახადოს.

“თინეიჯერების შემთხვევაში კონფიდენციალურობასა და თავისუფლებაზე წინ უსაფრთხოებას ვაყენებთ; ეს ახალი და ძლიერი ტექნოლოგიაა, ჩვენ კი გვჯერა, რომ არასრულწლოვანებს ძლიერი დაცვა ესაჭიროებათ”, — წერს ალტმანი.

სანამ კონგრესის მოსმენები გაიმართებოდა, თვის დასაწყისში ალტმანმა ამ საკითხზე ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ისაუბრა.

“სავარაუდოდ, სუიციდზე ისაუბრეს და, ალბათ, ვერ შევძელით მათი სიცოცხლის გადარჩენა”, — თქვა ალტმანმა ChatGPT-ის იმ მომხმარებზე, რომელთაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს — “შეიძლება რამე უკეთესად უნდა გვეთქვა. შეიძლება უფრო პროაქტიულები უნდა ვყოფილიყავით. შეიძლება უკეთესი რჩევები უნდა მიგვეცა”.

ცხადია, დაზარალებულებში ის კითხვებიც ისმის, რატომ არ მიიღო კომპანიამ უსაფრთხოების ზომები აქამდე.

კონგრესის შეხვედრაზე სიტყვით ანონიმურად გამოვიდა ქალი, რომლის ვაჟიც AI-სგან გამოწვეული კრიზისის გამო სტაციონარულ მკურნალობას გადის.

“ჩვენი შვილები ექსპერიმენტები არ არიან, სტატისტიკური ერთეულები ან მოგების წყარონი არ არიან”, — თქვა მან — “რასაც ვუყურებ, ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემაა. ეს მენტალური ჯანმრთელობის ბრძოლაა და მართლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვმარცხდებით”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ” ივანიშვილის გარეშე ვერაფერი ვერ მოხდებოდა”- არმაზ ახვლედიანი
  • 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge